reportiori.ge - მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები იკრიბებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:27
საზოგადოება
მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები იკრიბებიან
ავტორი:
08 აგვისტო, 2013. 12:11

მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან. ისინი ყვავილებითა და სანთლებით პატივს მიაგებენ გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნას.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ლეიტენანტ გიორგი რომელაშვილის მამამ, მურთაზ რომელაშვილმა განაცხადა, აგვისტოს ომიდან დღეს 5 წელი შესრულდა, თუმცა რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, მშობლისთვის დაღუპული შვილი მოურჩენელი ტკივილია.

მინდა ყველა მშობელს მოვუწოდო მოთმინებისკენ, რადგან ის, რაც მოხდა, ალბათ ბედისწერა იყო", - განაცხადა მურთაზ რომელაშვილმა.

მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო ორკესტრი და საპატიო ყარაული. ცოტა ხანში მუხათგვერდის სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს  ელოდებიან, 13.00 საათიდან კი - პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს.

ისინი აგვისტოს ომში დაღუპული  ჯარისკაცების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

აღსანიშნავია, რომ დილით მუხათგვერდის სასაფლაოზე გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი  გენერალი გიგი კალანდაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი იმყოფებოდნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016