ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გალერეაში თსუ-ს პედაგოგებისა და მხატვარ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფემინ არტის" საქართველოს ფილიალის წევრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
გამოფენა ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელზეც 60-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილიუ მათ შორის ფერწერა, გრაფიკა და გობელენი. გამოფენას თსუ-ს სტუდენტები, პროფესორები და ხელოვანთა საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„გამოფენაზე სრულიად განსხვავებული ტექნიკით და თემატიკით შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. გობელენი, დეკორატიული თეფშები, მინანქარი, პოარტი, ბატიკა. სასიამოვნოა, რომ უნივერსიტეტის ხელოვანი ქალები ასეთ წარმატებულ გამოფენებს აწყობენ", - განაცხადა თსუს მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.
თსუ-ს გალერეაში გამოფენა 9 მარტამდე გაგრძელდება.