ბერნადიტ სმიტი არასრულწლოვანთან სქესობრივი აქტის დამყარების ბრალდებით 26 თებერვალს დააკავეს. ქალი, რომელმაც ამერიკის ერთ-ერთი შტატის საშუალო სკოლის მასწავლებლად 15 წელი იმუშავა, აცხადებს, რომ მისი ბრალდება აბსურდულია. მისი თქმით, 17 წლის გარი რელსტონი უბრალოდ დეპრესიაში იყო და მან, როგორც გამოცდილმა ქალმა, გადაწყვიტა ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში გვერდით ამოდგომოდა თავის აღსაზრდელს. ინფორმაციას ამის შესახებ „BBC" ავრცელებს.
„ჩვენ შორის არაფერი მომხდარა, ჩაცმული ვიყავი და შეუძლებელიც იყო რამე მომხდარიყო", - განაცხადა მან. მიუხედავად ამისა, შერიფი, რომელმაც ქალბატონი დააკავა, აცხადებს, რომ სქესობრივი კავშირი ექსპერტებმა დნმ-ის ანალიზით დაამტკიცეს. „დაზარალებულიც" არ უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და ამბობს, რომ ყველა მისი თანაკლასელის ოცნება იყო ასეთი ღამის გატარება და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ლიტერატურის მასწავლებელი ჩემთან დაწვებოდაო.
ბერნადიტ სმიტი დაქორწინებულია და 5 წელია ქმართან ერთად ერთ პატარა სახლში ცხოვრობს. მასზე საჩივარი „დაზარალებულის" მამამ შეიტანა, რომელმაც წყვილს დილით შეუსწრო.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)