სამარაში კონცერტზე ცნობილმა სერბმა კინორეჟისორმა და მუსიკოსმა ემირ კუსტურიცამ ერთ-ერთი სიმღერა სპეციალურად "უკრაინაში მცხოვრებ რუს ძმებს" მიუძღვნა.
მუსიკალური ჯგუფი უახლოეს მომავალში გეგმავს უკრაინაში საგასტროლო ტურით ჩს და იქ მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდასაჭერი კონცერტი გამართოს.
რუსეთის მოქალაქეები, უკრაინაში მცხოვრები თანამემამულეების მხარდასაჭერად სამშაბათს აქციებს -"მშვიდობა მოძმე ქვეყანას"- გამართავენ. კერძოდ: ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ირკუტსკის და კოსტრომის ტერიტორიებზე.
გუშინ მასობრივი საპროტესტო აქცია უკრაინის სასაზღვრო რაიონებში გაიმართა. რუსეთის ქალაქები ნოვოჩერკასკი, ბელგოროდი და ბრიანსკი უკრაინის მხარდამჭერმა მიტინგებმა მოიცვა.
რუსული ორგანიზაცია "თანამეგობრობის", რეგიონული ფილიალის თავმჯდომარის ვიტალი კიბალოვის თქმით; „ჩვენ გვინდა, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინელების და იქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიმართ, ახლა მათ ძალიან რთული პერიოდი აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს დაიცვას ჩვენი თანამემამულეები უკრაინაში".