16 აპრილს, ანსამბლ „ერისიონის“ კრემლში დაგეგმილი კონცერტის თაობაზე რამდენიმე დღეა მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. სიტუაციის გასარკვევად „რეპორტიორი“ „ერისიონის“ პრესსამსახურის წარმომადგენელს ლელა წიკლაურს დაუკავშირდა.
ლელა წიკლაურმა აღნიშნა, რომ ზუსტი ინფორმაცია დაგეგმილი გასტროლის შესახებ ორ დღეში გახდება ცნობილი და ანსამბლი ამასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ოფიციალურად გაავრცელებს.
„სავარაუდოდ, გასტროლი ჩაიშლება. უბრალოდ, მანამდე ბევრი პროცედურაა გასავლელი. საპროდიუსერო კომპანიებმა ეს კონცერტი ერთი წლის წინ დაგეგმეს, თუმცა ასე მარტივად არ ხდება ყველაფერი. პროცედურები დასაცავია როგორც ჩვენი, ასევე საპროდიუსერო კომპანიების მხრიდან და ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა წიკლაურმა.
16 აპრილს, კრემლის სახელმწიფო დარბაზში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია www.erisioni.ru -ზე გავრცელდა.