reportiori.ge - ორი სასწაული, რომელიც ბერი გაბრიელის საფლავის გახსნისას დედა თამარმა იხილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:54
რელიგია
ორი სასწაული, რომელიც ბერი გაბრიელის საფლავის გახსნისას დედა თამარმა იხილა
ავტორი:
05 მარტი, 2014. 16:49



ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში დედა თამარი, მამა გაბრიელის საფლავის გახსნის დროს მომხდარ სასწაულებზე ყვება. დედა თამარი (ქევხიშვილი) იმ ადამიანთაგან ერთ-ერთია, ვისაც ბედნიერება ჰქონდა 22 თებერვალს მამა გაბრიელის საფლავის გახსნას დასწრებოდა. შეგახსენებთ, წმინდანის საფლავის გახსნას მხოლოდ ის ადამიანები დაესწრნენ, ვინც 19 წლის წინ დაკრძალა იგი.

 

„ძალიან მინდოდა საფლავის გახსნის პროცესს დავსწრებოდი. ვიცოდი, ჯანმრთელობის მდგოამრეობის გამო ეს გამიჭირდებოდა, მაგრამ მაინც წავედი. წასვლამდე ძალიან ცუდად გავხდი, ყველაფერი ამტკივდა. რაღაც ბოროტი ძალა მებრძოდა და წასვლის ნებას არ მაძლევდა. ხერხემალი ძალიან მაწუხებს და ქარიან ამინდში ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი ძალიან მიჭირს, მაგრამ მაინც წავედი. მცხეთაში რომ ჩავედი, დროდადრო სკამზე ვჯდებოდი და ვისვენებდი. ერთ მომენტში მაყვლოვანის პირდაპირ დავჯექი  წმინდა ნინოს ტაძართან. როგორც იცით, მამა გაბრიელი იქ ხშირად ლოცულობდა. უცებ დავინახე, ტაძრის კარზე ბერი იყო გამოსახული და თავისი საფლავისკენ დაღონებული იყურებოდა. ჩემ გვერდით მომღერალი დავით გველესიანი იდგა და პირველად მას გავანდე ჩემი ხილვის შესახებ. ძალიან მინდოდა მასაც დაენახა, მაგრამ მხოლოდ მე ვხედავდი. ბერი გაბრიელი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც თავის ერთ-ერთ ცნობილ ფოტოზეა - ხელები გადაჯვარიდინებული ჰქონდა. როცა საფლავი მოვილოცე და წამოვედი, ბერი გაბრიელი ისევ იქ დავინახე. იქვე სამხედროების სამარშრუტო ტაქსი იდგა. მძღოლმა ბოდიში მომიხადა გამონაბოლქვის გამო და მანქანა შეაბრუნეს. შებრუნების შემდეგ, ფარებმა პირდაპირ წმინდა ნინოს ეკლესიის კარს მიანათა. მეგონა, ამ სინათლის გამო ბერს ვეღარ დავინახავდი, მაგრამ მამა გაბრიელი ისევ ჩანდა, ოღონდ წელზემოთ“, - ყვება მონაზონი.

 

დედა თამარის თქმით, ბერი გაბრიელი მაშინაც დაინახა, როდესაც მის ნეშტს, რომელიც სხვებთან ერთად მეუფე თეოდორესაც მიჰქონდა. როგორ დედა თამარი ამბობს, დაინახა- თუ როგორ უსვამდა მამა გაბრიელი მეუფეს თავზე ხელს და ყვირილი დაიწყო, მამა გაბრიელი მეუფეს თავზე ეფერება და ის განიკურნებაო. როგორც მონაზონი ამბობს, მეუფე ამჟამად ავადაა და იმედი აქვს, მალე გამოჯანმრთელდება.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016