2014 წლის ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადებაზე გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს მიიღეს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატები ესწრებოდნენ.
პარლამენტმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც კონკრეტული კანონების მიღებას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში ბავშვთა ფონდის რეგიონალური დირექტორი მარი პიერ პუარიე სტუმრობდა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის როლი ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია.
„პარლამენტის როლი უაღრესად დიდია ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხში. აუცილებელია ახალი კანონების შემუშავება და მიღება. ასევე გადამწყვეტია მონიტორინგი, რომ კანონები განხორციელდეს და ბავშვებისთვის სასიკეთო შედეგები მოიტანოს", - განაცხადა პუარიემ.