reportiori.ge - "ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" აგვისტოს ომის ხუთ წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:42
კონფლიქტები
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" აგვისტოს ომის ხუთ წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
08 აგვისტო, 2013. 14:35

განცხადებაშია ნათქვამი, რომ ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა უცვლელია და რუსეთი კვლავაც უარს აცხადებს შეიარაღებული ძალების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნების ვალდებულებაზე.

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" 2008 წლის აგვსიტოს რუსეთ-საქართველოს ომის 5 წლისთავზე კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს თითოეული დაღუპული გმირის ხსოვნას და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა უცვლელია. კერძოდ, დღემდე არ შესრულებულა ის ექვსპუნქტიანი შეთანმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის 12 აგვისტოს. რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს აცხადებს შეიარაღებული ძალების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნების ვალდებულებაზე. როგორც უშუალოდ საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, ისე ომის შემდეგ, საქართველოს არაერთმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით 2008 წლის აგვისტოში მოხერხდა აგრესიის შეჩერება. "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მადლიერია ყველა იმ ქვეყნის, რომლებმაც უმოკლეს ვადებში მოახერხეს რეაგირება რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე და თანადგომა გაუწიეს საქართველოს უკიდურესად მძიმე პერიოდში. ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები გაითვალისწინებენ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შესაძლებელი გახდება საქართველოს ტეროტრიული მთლიანობის აღდგენა", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016