ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან კომპლიმენტი მიიღო. პუტინმა, დიკაპრიოს „მუჟიკი" -„ნამდვილი მამაკაცი" უწოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ დიკაპრიო სანკტ-პეტერბურგში, გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ვეფხვების შესახებ სამიტზე ჩავიდა მიუხედავად იმისა, რომ პირველ თვითმფრინავს, რომლითაც იგი მგზავრობდა, ცეცხლი გაუჩნდა და ნიუ-იორკში მოუწია დაჯდომა, მეორე თვითმფრინავს კი ძლიერი ქარის გამო ჰელსინკიში მოუხდა გაჩერება, დამატებითი საწვავისთვის.
კომპლიმენტთან ერთად, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მსახიობს მადლობა გადაუხადა დაპირებისთვის, რომ ვეფხვების გადასარჩენ კამპანიას მილიონი დოლარით დააფინანსებს. დიკაპრიომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ნახევრად რუსია, რადგან მისი ორი აწ გარდაცვლილი ბაბუა რუსი იყო. გადაშენების პირას მყოფი ვეფხვების შესახებ სამიტი დღეს მთავრდება.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)