reportiori.ge - აჭარაში სტიქიით დაზარალებულებს კახეთსა და ქვემო ქართლში დაასახლებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:05
რეგიონები
აჭარაში სტიქიით დაზარალებულებს კახეთსა და ქვემო ქართლში დაასახლებენ
06 მარტი, 2014. 14:16


მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს კახეთსა და ქვემო ქართლში დაასახლებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, დავით დარახველიძემ განუცხადა.


მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა საგრანტო ხელშეკრულება შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან, რომლის თანახმადაც, 700 ათასი შვეიცარული ფრანკი დაიხარჯება მაღალმთიანი აჭარის, ხულოს სოფელ პანტიანიდან სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახის კახეთსა და ქვემო ქართლში განსახლებისთვის, ასევე, სტიქიისა და მეწყერის შედეგად დაზარალებული მესტიის რაიონის მოსახლეობის განსახლებისთვის", - განაცხადა დარახველიძემ.


გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტრომ თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მდებარე რამდენიმე შენობა გამოისყიდა, სადაც დევნილები არიან შესახლებული. მინისტრის თქმით, 21 ოჯახს აღნიშნული ფართობები სულ მალე საკუთრებაში გადაეცემათ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016