დიდი ბრიტანეთის ქალაქ კემბრიჯში მცხოვრები საბავშვო ბაღის აღსაზრდელის დედა მას შემდეგ გაოგნდა, რაც აღმოაჩინა რომ მისმა შვილმა ონლაინ აუქციონი მოიგო, თუმცა შეძლო „eBay"-ის ადმინისტრაცია დაეთანხმებინა იმაზე, რომ გარიგება გაუქმებულიყო.
5 წლის უილიამ ბეითმანმა „eBay"-ის აუქციონზე მიიღო მონაწილეობა და მან 3500 ფუნტ სტერლინგად თეთრი ნაგვის მანქანის ყიდვის სურვილი გამოთქვა. მიუხედავად ამისა, რომ დედამ შენაძენი გააუქმა, პატარა ბიჭი ოცნებობს, როდესაც გაიზრდება დასუფთავების სამსახურში მენეჯერად იმუშაოს.
უილიამს ბევრი სათამაშო აქვს, ნაგვის შემგროვებელი მანქანიდან დაწყებული სპეციალური ხელსაწყოებით დამთავრებული. მისი დედის 45 წლის ფლერის განცხადებით, უილიამი ისეა შეპყრობილი ნაგვის მანქანებით, რომ ხალხს მუდმივად ეკითხება, თუ როდის მოვლენ ნაგვის წასაღებად.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)