2008 წლის აგვისტოში, წამებით მოკლული გიორგი ანწუხელაძის ოჯახსთვის მისი წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების წინააღმდეგია. მასალა პრეზიდენტის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მოკლული სერჟანტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კადრები მათთან შეთანხმების გარეშე გავრცელდა. გიორგი ანწუხელაძის მეუღლის, მაკა ჩიკვილძის განმარტებით, მას არს სურს წამების ამსახველი კადრები მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა ნახონ.
„მეცხრე არხთან"ინტერვიუში პრეზიდენტმა განმარტა, რომ კადრების გავრცელებაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია და ეს კადრები რეალობას ასახავს.„ამ ოჯახთან მე მაქვს მუდმივი კონტაქტი, მაგრამ საქართველომ უნდა ნახოს ეს გმირობა , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არგუტინის კონცერტებზე ვივლით და გვეგონება, რომ მხოლოდ ეს არის რუსეთი. იმისთვის, რომ არ ვიყოთ ილუზიებში უნდა გვესმოდეს ეს ასპექტიც. რა თქმა უნდა მძიმე საყურებელია. მე ბოღმა მახრჩობს როდესაც ამ კადრებს ვუყურებ, მაგრამ ეს მოხდა" -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მეცხრე არხთან" ინტერვიუში.