reportiori.ge - ქართველი რეჟისორი ტონინო გუერას შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:22
კულტურა
ქართველი რეჟისორი ტონინო გუერას შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს
06 მარტი, 2014. 17:27

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი რეჟისორი მიხეილ მრევლიშვილი გადაიღებს დოკუმენტურ ფილმს „ტონინო გუერას მასტერკლასი". 


ფილმი წარმოადგენს იტალიელი სცენარისტის ტონინო გუერას პორტრეტს, აღწერს მის ცხოვრებას, ასევე მის დამოკიდებულებას ქართული კულტურისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ.


ცნობილი იტალიელი სცენარისტი, მწერალი და პოეტი ტონინო გუერა იტალიის პატარა სოფელ სანტარკანჯელო დი რომანიაში, 1920 წლის, 16 მარტს დაიბადა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან როგორებიც არიან, ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, თეო ანგელოპულოსი, ანდრეი ტარკოვსკი... ტონინო გუერა მრავალი ფილმის სცენარის ავტორია. მათ შორისაა: „ამაკორდი", „ორკესტრის რეპეტიცია", „წითელი უდაბნო," „ფოტოგადიდება", „ნოსტალგია" და სხვა. სცენარისტს მიღებული აქვს კანის კინოფესტივალისა და ამერიკის კინო აკადემიის ჯილდოები. ტონინო გუერას სამი წიგნი „წონასწორობა", „პარალელური ადამიანი" და „ასი ჩიტი" მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. მასვე ეკუთვნის ნოველების კრებული „მტვრის ღრუბელი". სცენარისტი 2012 წლის 22 მარტს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016