100 წლის კლერ ორმისტონმა დაბადების დღე საკმაოდ ორიგინალურად აღნიშნა. როგორც „lenta.ru" წერს, როდესაც მისმა ქალიშვილმა ჰკითხა - რა საჩუქარს ისურვებდა დაბადების დღეზე, მას მაშინვე უპასუხია, ჯერ კიდევ ბავშვობაში მინდოდა მთავრეზე პატარა ნაკვეთი მქონოდაო. ბუნებრივია, ქალიშვილმა იუბილარ დედას უარი უთხრა მთავრესთან დაკავშირებულ სურვილზე და სხვა, რიგით მეორე სანუკვარი ოცნების გამხელა სთხოვა.
„მან მაშინვე დაუფიქრებლად მიპასუხა - სტრიპტიზიორი", - ყვება მარგარეტ ორმისტონი.
მართალია, მას დედის ეს სურვილიც ცოტა უჩვეულოდ მოეჩვენა, მაგრამ უარი არ უთქვამს და მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც კლერ ორმისტონი უკვე კარგა ხანია ცხოვრობს, სტრიპტიზის მოცეკვავე მამაკაცი მიუყვანა.
„ძალიან მომეწონა", - ასე შეაფასა იუბილარმა სპეციალურად მისთვის შესრულებული ეროტიკული ცეკვა, თავად მოცეკვავე კი გამოტყდა, რომ 16-წლიან კარიერაში მსგავსი უჩვეულო შეკვეთა არ ჰქონია.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)