reportiori.ge - ოკუპაციის მუზეუმში ფოტოგამოფენა "2008 წლის აგვისტოს ომი" გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:42
საზოგადოება
ოკუპაციის მუზეუმში ფოტოგამოფენა "2008 წლის აგვისტოს ომი" გაიხსნა
ავტორი:
08 აგვისტო, 2013. 15:57

საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში ფოტოგამოფენა სახელწოდებით "2008 წლის აგვისტოს ომი" გაიხსნა. გამოფენა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა . რუსეთ-საქართველოს ომის ხუთ წლისთავზე საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში წარმოდგენილია საომარი მოქმედებების დროს, კონფლიქტის ზონაში მყოფი ფოტორეპორტიორების გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ივანე შლამოვის და ზურაბ ქურციკიძის ფოტომასალა, რომელის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ომში დაღუპულ ჟურნალისტებს ეძღვნება. 
ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. 
როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, სახეები რომლებიც სურათებზეა ასახული, ერთადერთს გვახსენებეს, რომ ისტორიიდან  სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მისივე თქმით, ფოტორეპორტიორები იძლევიან  საშუალებას, თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს, თუ რამხელა ბოროტებასთან ჰქონდა საქართველოს საქმე 2008 წლის აგვისტოში. ამასთან, მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქართველი მეომრების მხედრული სული, რომელიც გაუტეხელი იყო ასწლეულების მანძილზე, მომავალშიც იქნება საფუძველი ქვეყნის განვითარებისა და დამოუკიდებლობის. 
"ვიდრე საქრათველო არ იქნება გამთლიანებული და ჩვენი დაჭრილი სხეული არ გამთლიანდება, მანამდე ჩვენი ყველას უპირველესი მოვალეობაა დეოკუპაციაზე ზრუნვა და ეს ბუნებრივია, მშვიდობიანი, პოლიტიკური მოლაპარაკებებით უნდა გაკეთდეს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 
ღონისძიებაზე  სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებოდა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც ეს გამოფენა შექმნეს, სააკაშვილმა დაიჭირა და როგორც ჯაშუშები  ციხეში გამოამწყვდია, რადგან მათი გადაღებული კადრები არ მოეწონა, როდესაც სააკაშვილი საკუთარ ხალხს არბევდა. მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც აუცილებლად მოხდება. 
დღევანდელ ღონისძიებაზე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც იმყოფებოდა. მისი თქმით, დღევანდელი დღე  უმძიმესია ქვეყნის ისტორიაში. მან მადლობა გადაუხადა გამოფენის ავტორებს და აღნიშნა, რომ მომავალ თაობებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ნახონ თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. 
"ჩვენ არასოდეს შევეგუებით ტერიტორიების მიტაცებას. ყველა მშვიდობიანი გზით ვიბრძოლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ჩვენს მიზანს, რომელიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანება, აუცილებლად მივაღწევთ", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა. 
გამოფენის ერთ-ერთი ავტორის, გიორგი აბდალაძის განცხადებით, გამოფენა ეძღვნება კოლეგებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ. მისი თქმით, დღეს ოკუპაციის მუზეუმში გამოფენილია 80-მდე ფოტომასალა, რომლებშიც ასახულია როგორც ომის დროს განვითარებული მოვლენები, ასევე მისი შემდგომი პერიოდი.  

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016