reportiori.ge - დღეიდან საჭირო იურიდიული დოკუმენტის მიღება სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:32
საზოგადოება
დღეიდან საჭირო იურიდიული დოკუმენტის მიღება სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება
07 მარტი, 2014. 13:08



დღეს, „იუსტიციის სახლმა“ ახალი სერვისის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მოქალაქეებს ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტის სახლიდან გაუსველელად მიღების  საშუალებას აძლევს.

 

 

ამიერიდან, ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედითუნარიან პირს, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მეშვეობით, შეეძლება ადგილზე მომსახურების სერვისით ისარგებლოს.

 

 

მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ბიომეტრული პასპორტი, პირადობის ელექტრონული მოწმობა, დროებითი და მუდმივი ბინადრობის მოწმობა, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის და ჰუმანიტარული სტატუტის მქონე პირთათვის, მოახდინონ არასრულწლოვნის რეგისტრაცია, მიიღონ ცნობა სულადობის შესახებ, გაიარონ ახალ მისამართზე რეგისტრაცია და მიიღონ საინფორმაციო ბარათი. 

 

 

ადგილზე მომსახურების სერვისის მიღება შესაძლებელია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში. მომსახურების მისაღებად განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ვებგვერდზე, ასევე ტელეფონის საშუალებით.

 

 

ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად მოქალაქეს საჭიროა ჰქონდეს ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი. ადგილზე მომსახურების საფასურია 100 ლარი, რასაც ემატება თავად საბუთის ღირებულება.

 

საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ან ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია განაცხადზე საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ელექტრონულად ატვირთვა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016