reportiori.ge - დიეტა, რომლის დროსაც არ შიმშილობთ და 10 დღეში 7 კილოს იკლებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:55
სხვადასხვა
დიეტა, რომლის დროსაც არ შიმშილობთ და 10 დღეში 7 კილოს იკლებთ
ავტორი:
07 მარტი, 2014. 18:08



ჯანსაღი და დაბალანსებული კვება ზოგადად ჯანმრთელობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენს მიერ მიღებული საკვები ჩვენი ორგანიზმისათვის ენერგიის წყაროა. ის ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმს ნებისმიერ დაავადებასთან გამკლავებაში. 

 

შესაფერისი დიეტის შერჩევა მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მათ შორის: ასაკზე, წონაზე, სიმპტომებზე და იმაზე, თუ რამდენად არის დაზიანებული ღვიძლი. უმჯობესია, ეს ფაქტორები დიეტოლოგთან ერთად განიხილოთ. შესაძლებელია თქვენს კვებაში შეიტანოთ რამდენიმე ძირითადი ცვლილება და ამით ხელი შეუწყოთ თქვენი ღვიძლის  შემდგომი დაზიანებისაგან დაცვას.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც საწყის ეტაპზე შეგიძლიათ გააკეთოთ - მენიუდან ამოიღეთ ღვიძლისთვის საზიანო ნივთიერების შემცველი პროდუქტები. კერძოდ, ეს ეხება ალკოჰოლს და ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საკვებს, განსაკუთრებით კი - გაჯერებულ ცხიმებს.

 

დიეტა არის უნივერსალური და ყველას შეუძლია გააკეთოს, ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს. გთავაზობთ დიეტას, რომელიც შიმშილის გარეშე 10 დღეში 7 კილოგრამამდე დაგაკლებინებთ წონაში.

 

დიეტის პირველ სამ დღეს კუჭის მოქმედებისთვის მიიღეთ პრეპარატი გუტალაქსი 10-15 წვეთი, ასევე შეგიძლიათ იმისათვის, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს, ათი დღის განმავლობაში   ჯგუფის რომელიმე ვიტამინი მიიღოთ.

 

დღის განმავლობაში შეგიძლია მიირთვათ შემდეგი პროდუქტები: 500 მლ მაწონი; 200 გრ 0 კალორიის ხაჭო; 1 მაგრად მოხარშული კვერცხი; 300 მლ. რძე დღის განმავლობაში; 100 გრამი ჭყინტი ყველი (უმარილო); 200 გრამი ხორცი (საქონელი,თევზი ან კანგაცლილი ქათამი). რომელ ხორცსაც აირჩევთ თავდაპირველად, ის მიიღეთ მთელი დიეტის განმავლობაში.

 

თუ შიმშილი შეგაწუხებთ, შეგიძლია დაამატოთ 2 კიტრი და მწვანილი რამდენიც გსურთ. აუცილებლად მიიღეთ მინიმუმ 1,5 სითხე დღის განმავლობაში (უშაქრო ჩაი, ყავა, გაზგასული მინერალური წყალი ან ჩვეულებრივი წყალი განუსაზღვრელად). საერთოდ გამორიცხეთ შაქარი და მარილი.

 

თუ შემდეგ რჩევებს დაიცავთ,  10 დღეში მინიმუმ 6-7 კილოს დაიკლებთ.

 

პირველი ორი დღე მარტო 7 ჭიქა თაფლიანი ჩაის მიღება მოგიწევთ, შეიძლება ასევე 2 ჭიქა უშაქრო ყავის მიღებაც. მესამე დღეს დღის განმავლობაში 3 ცალი კარტოფილი, 2 ჭიქა კეფირი და 2 ჭიქა ყავა უნდა მიიღოთ. მეოთხე დღეს - 10 ცალი ვაშლი, 2 ჭიქა კეფირი და 2 ჭიქა ყავა. მეხუთე დღე - 6 ცალი მოხარშული სოსისი, ან ერ პატარა დოკტორსკის ძეხვი და 2 ჭიქა ყავა. მეექვსე დღეს - ერთი კილო ქლიავი და 2 ჭიქა ყავა, საღამოს 1 ჭიქა კეფირი. მეშვიდე დღე - 4 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ჭიქა ყავა. მერვე დღე - 2 ლიტრა კეფირი, 2 ჭიქა ყავა. მეცხრე და მეათე დღეებ კი იგივენაირად უნდა მიირთვათ, როგორც პირველი ორი დღე, ანუ დღე 7 ჭიქა ჩაი.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016