ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 2014 წელი საქართველოსთვის გარდამტეხი წელი იქნება.
„როცა გვესმის ფრაზა - იბერია გაბრწყინდება, სწორედ, ამ წელთანაა დაკავშირებული. ანუ ჩვენ შევდივართ მატარებელში, რომელიც ბიძგს გვაძლევს. ძირითადი წარმატებები 2017- 2024 წლებშია მოსალოდნელია. პირველი ბიძგი იქნება 2014 წელში. არ იქნება რადიკალური ცვლილებები, მაგრამ რამდენიმე მინისტრის შეცვლაა მოსალოდნელი“, - პროგნოზირებს მიხეილ ცაგარელი.
მისი თქმით, ეს წელი ეკონომიკური კრიზისის კუთხითაც დადებით შედეგებს მოიტანს მსოფლიოში და შესაძლოა საქართველოშიც ველოდოთ გაზრდილ ბიუჯეტს.
ასტროლოგი უკრაინის თემასაც ეხება და არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მსგავსი პრობლემები შესაძლებელია სხვა ქვეყნებსაც შეექმნას.
„მოვლენები, რომლიც უკრაინაში განვითარდა, მოსალოდნელი იყო. კოსმიური ამინდიც ასეთია. უკრაინის ზონას დამსჯელი პლანეტა სატურნი უახლოვდება. სხვათაშორის, არ არის გამორიცხული მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებსაც შეეხოს“, - ამბობს ასტროლოგი.
სტიქიური მოვლენების მხრივ, ცაგარელი განსაკუთრებით აქტიურ პროცესებს არ ვარაუდობს.
„სტიქიური მოვლენების კუთხით, განსაკუთრებული არაფერი მოხდება. ჩვენ საქართველოში ვართ და არა ვართ ისეთ ზონაში, რომ რამე განსაკუთრებულ ცვლილებებს ველოდეთ, მაგრამ ისეთებს როგორიცაა ღვარცოფი, წვიმები და ქარი შეიძლება, როგორც წინა წლებში, ახლაც ანალოგიურად განმეორდეს, მაგრამ არა ინტენსიური რაოდენობით. ჩვენ განსაკუთრებით აქტიური ბოლო სამი წელი გვქონდა, იყო აქტიური მზის წლები და ამიტომ უფრო მეტი იყო ასეთი მოვლენები“, - აცხადებს ასტროლოგი.
(მოამზადა ქრისტინე ფოფხაძემ)