საკრებულოსა და თბილისის მერიას შორის თბილისის ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე შეთანხმება მიღწეულია. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, ფინანსური დოკუმენტის რეგულაციების ნაწილი, ამ ეტაპზე, ერთადერთი შესათანხმებელი საკითხია.
"შეურაცხმყოფელი პიარი საკრებულოს მიმართ მუდმივად გრძელდებოდა მათგან, მაგრამ ჩვენ ამით არ ვხელმძღვანელობთ და ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც გვევალება. ჩვენ შევქმენით ბიუჯეტის ახალი ვერსია და ბიუჯეტის ახალი რეგულაციები. მერია ვალდებულია შეასრულოს ის სიტყვა, რომელიც თქვეს თბილისელების წინაშე. უაპელაციოდ უნდა მიიღონ ჩვენ მიერ შეთავაზებული ვარიანტი და ის რეგულაციებიც, რომელიც ბიუჯეტში ჩავდეთ", - აღნიშნა შიხიაშვილმა.
ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები თბილისის საკრებულოში მერიის წარმომადგენლებთან წუხელ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები საკრებულოში დღესაც გრძელდება.