რელიგია
პატრიარქმა ომში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გერმანიაში გადაიხადა
08 აგვისტო, 2013. 18:22
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ქართველი, ოსი, რუსი და სხვა ეროვნების ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გერმანიაში გადაიხადა.
"გერმანიაში მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დღეს, 8 აგვისტოს გადაიხადა პანაშვიდი 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ქართველი, ოსი, რუსი და სხვა ეროვნების ჯარისკაცების სულის საოხად", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში მოკლე სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად 4 აგვისტოს გაემგზავრა. ილია მეორე საქართველოში 17 აგვისტოს დაბრუნდება.
12 თებერვალი, 2016. 16:16
03 თებერვალი, 2016. 01:20
01 თებერვალი, 2016. 10:35
19 იანვარი, 2016. 20:14
19 იანვარი, 2016. 15:09
19 იანვარი, 2016. 10:34
ილია მეორე: უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ვერც მეძავნი, კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი...
07 იანვარი, 2016. 03:25
07 იანვარი, 2016. 01:11
07 იანვარი, 2016. 01:08
07 იანვარი, 2016. 01:07