ამ წუთებში გორის ცენტრში, 700 სამხედრო მოსამსახურე ფიცს დადების ცერემონია მიმდინარეობს. სამხედრო მომსახურეებმა 9-კვირიანი სასწავლო საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს და ფიცის მიღების შემდეგ სხვადასხვა ბაზებზე გადანაწილდებიან. ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოვიდა, მან ჯარისკაცებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება მიულოცა.
„ ჯარისკაცებო დღეიდან თქვენ სამშობლოს დამცველები გახდით. დღეიდან საქართველოს დაცვა არის თქვენი მთავარი ამოცანა და ღირსება. თქვენ დღეს ფიცი დადეთ იმ ადგილას, სადაც ხუთი წლის წინ ჩვენმა მეომრებმა მტრებსაც და მოკეთეებსაც დაანახეს, რომ სამშობლოს დაცვაზე უფრო ღირსეული საქმე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, დღეს თქვენი სამხედრო სამსახურში ჩაბმა არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საამაყო. ეს ყველაზე დიდი ჯილოდა თავმოყვარე და თავისუფალი კაცისთვის. მრავალრიცხოვანი მტრების მიუხედავად საქართველო არაერთხელ წამოდგა ფეხზე და ახლაც გაიმართება. დღეს რომ საქართველო არსებობს, ეს თქვენნაირი მამულიშვილების და პატრიოტების დამსახურებაა. როდესაც სამხედრო ფორმას იცვამ, გააზრებული გაქვთ, რომ სიცოცხლესაც კიი შეელევით, თუკი ეს თქვენ ღირსებას და სამშობლოს დამოუკიდებლობას დასჭირდა. ყველაზე ღირსეული და საამაყოა გერქვას მეომარი, ჯარისკაცი და ღირსეულად იცავდე შენს ქვეყანას. ძლიერი არმია ძლიერ ეკონომიკასთან, განათლებულ საზოგადოებასთან და სამრთლიან სასამართლოსთან ერთად, ჩვენ დამოუკიდებლ და დემოკრატიულ სახელმწიფოს მიმზიდველს გახდის ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. რამდენიმე კილომეტრში ოკუპაციის ხაზი გადის, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის უმძიმესი მემკვიდრეობაა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე თანამედროვე, ძლიერი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს არის მეომრის გაუტეხავი სული. მინდა მოგილოცოთ ჩვენ დიდ ოჯახში, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება. თქვენი საქმეა დაეუფლოთ სამხედრო ოსტატობას და შეისწავლოთ ბოლომდე სამხედრო საქმე. სწორედ ასე დაუდგებით გვერდში ჩვენი ქვეყნის განვითარებას, რაც გარდაუვლად მიგვიყვანს ჩვენი სამშობლოს დახლეჩილი სხეულის გამთლიანებამდე. საქართველოს დამცველებო, ღმერთი იყოს თითოეული თქვენგანის და მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების მფარველი,"-განაცხადა ირაკლი ალასანიამ