reportiori.ge - დავით ნარმანიამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თანამედროვე შესაძლებლობების გამოფენა დაათვალიერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:01
რეგიონები
დავით ნარმანიამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თანამედროვე შესაძლებლობების გამოფენა დაათვალიერა
08 მარტი, 2014. 13:31


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა, დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელმა პირებებმა, აღაიანში, კომპანია „ბლექ სი გრუპის" ბაზაზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თანამედროვე შესაძლებლობების გამოფენა დაათვალიერეს.



ოფიციალური პირების გარდა, გამოფენა „გზის სამოსი" სფეროს ექსპერტებს, მეცნიერებს, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე ქართულ და უცხოურ კომპანიებს მასპინძლობდა.



ღონისძიების მონაწილეები ღორღოვან-მასტიკური და ცივი ასფალტის, მოდიფიცირებული ბიტუმის გამოყენების, რეციკლირებული და ორმული სამუშოებისთვის განკუთვნილი ასფალტის წარმოების თანამედროვე, ოპერატიულ და საყოველთაოდ ადაპტირებულ ტექნოლოგიებს გაეცნენ. 


 

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ბევრი კარგი რამ ვნახეთ, თანამედროვე მეცნიერული, ტექნოლოგიური სიახლეები, როგორც გზების, ისე გზებთან დაკავშირებულ ინფრასტუქტურაში. საქართველოში ნელ-ნელა ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები, თუმცა, ჩვენი ამოცანაა დავაჩქაროთ პროცესი. ეს ტექნოლოგიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება და იძლევა ინფრასტრუქტურის სწრაფად მოდერნიზაციის შესაძლებლობას, ამასთან, ხარისხიანია. ევროპული სტანდარტების დანერგვაზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ, შესაბამისად, ახლო მომავალში, საქართველოში ყველაფერი მოწესრიგდება, როგორც სტანდარტების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით", - განაცხადა ნარმანიამ.



გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა შპს „საქგზამეცნიერების" დირექტორმა, მეგზევეთა საზოგადოების თავმჯდომარემ თამაზ შილაკაძემ.



„დღეს აქ შეიკრიბა მეგზევეთა დიდი კოლექტივი, ამ სფეროს ყველა მიმართულების წარმომადგენელი, მოვიდა სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები, სტუდენტები, რაც დიდი საქმეა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს შექმნილია კომისია, რომელიც მუშაობს ნორმატიული დოკუმენტების შექმნაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს წინსვლა სჭირდება და დღევანდელი დღე ამის ერთ-ერთი საწინდარია", - განაცხადა შილაკაძემ.



„გზის სამოსის" მონაწილეებმა გამოფენაზე წარმოდგენილი თანამედროვე ტექნოლოგიების ნაწილი ადგილზევე გამოსცადეს.   



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016