რეგიონები
აფხაზეთიდან დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი
08 მარტი, 2014. 15:33
აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებიც ქუთაისში სასტუმრო „მთის ბროლში" ცხოვრობენ, საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათის გაუქმება გააპროტესტეს და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.
"შენობები, სადაც ვცხოვრობთ, ამორტიზებულია. არ მუშაობს კანალიზაცია, რის გამოც, ხშირია ინფექციური დაავადებები. თუკი ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იძულებული ვიქნებით ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობა დავიკავოთ, რომელსაც სახელმწიფო წყალტუბოში მცხოვრები დევნილებისთვის არემონტებს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
დევნილები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57