reportiori.ge - ვაშლი გვჭირდება კაცებო, ვაშლი!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:49
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვაშლი გვჭირდება კაცებო, ვაშლი!!!
08 მარტი, 2014. 16:48

ვერ დავიჩემებ როზა ლუქსემბურგზე მზე და მთვარე ამომდის-მეთქი, გინდ მისი რევოლუციური საქმიანობის, გინდაც 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებისთვის. კაცია და გუნებაო ხომ გაგიგიათ, ვითომ ქალის პატივისცემისთვის ვინმეს შეხსენება ან დირექტივა უნდა გვჭირდებოდეს? ოდესღაც (30 წელი ბევრისთვის ოდესღაც იყო) კომუნისტებმა, აღდგომის შემდგომ ორშაბათს, მიცვალებულთა პატივსაცემად სასაფლაოზე გასვლას რელიგიური ელფერი რომ არ ჰქონოდა, გადაწყვიტეს ეს დღე მშობლების ხსოვნის დღედ გამოეცხადებინათ.



დამავალეს ამ საკითხზე ბატონი ნოდარ დუმბაძის აზრი გამეგო. სულმნათმა მწერალმა მკვახედ გამომიცხადა, შევარცხვინე ის კაცი მშობლების გასახსენებლად მთავრობის დადგენილება რომ სჭირდებაო. შოთა რუსთაველიდან მოყოლებული დიდი ქართველი (და არა მარტო ქართველი) მგოსნები ისე უმღეროდნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, რომ სულ არ იცოდნენ 8 მარტის არსებობა. შესავალი სიტყვა გამიგრძელდა და ქართველი ქალბატონებისთვის მილოცვა მინდოდა, ახლა დისკრიმინაციაში არ დამდოთ ბრალი, სხვა ერის ქალებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ, ჩემს იქაურ კოლეგებს დავუთმობ ამ პრეროგატივას...



თემას ისევ გადავუხვიე... ლამაზი სიტყვებიც მოვამზადე და მზად ვიყავი ამ მცირე მიმართვაში ლოცვა-კურთხევად გადმომეფრქვია, როცა ერთმა კოლეგამ ხუთშაბათის „პროფილის" ყურება მირჩია. დავუჯერე და დალოცვილი „სილქნეტის" მეშვეობით ქართველი ქალბატონების საოცარი აზრთაფრქვევის მოწმეც გავხდი. ისმოდა სიტყვები: ბოიფრენდი (გოიმების საყურადღებოდ საყვარელ მამაკაცს ნიშნავს), ბოზი, ძუძუ (მგონი ყველასთვის გასაგებია), ორალური სექსი (ახსნისგან თავს შევიკავებ) და ა.შ. ორი საათის მანძილზე პატივცემული მდედრები ფრიად საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობდნენ. მაგალითად: რამდენ მამაკაცთან უნდა გქონდეს სექსი სანამ გათხოვდები (უაღრესად საკვანძო საკითხია), თუ ლამაზი ძუძუ გაქვს, უნდა გამოაჩინო თუ არა (ეს საკითხი ხომ მთლად საერთაშორისო მნიშვნელობისაა), ვინ არის ბოზი და ვინ არა (ამას მოგვიანებით აგიხსნით). კიდევ კარგი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, თორემ ვინ იცის კიდევ რა თემებს შეეხებოდნენ.

შევეცდები ამ სამ საკითხზე ჩემი მოკრძალებული, მამაკაცური აზრი მოგახსენოთ:


 

1. რამდენ მამაკაცთან უნდა გქონდეს სექსი გათხოვებამდე

არის ასეთი გამოთქმა: ის, რაც კანონით არ არის აკრძალული, ყველაფერი დასაშვებია, შესაბამისად, სამართლებრივად გათხოვებამდე სექსი აკრძალული არ ყოფილა, აი, პარტნიორების (ბოიფრენდების) რაოდენობა უკვე ინდივიდის შესაძლებლობაზე და გაქანებაზეა დამოკიდებული. ორი იქნება, სამი თუ ოცდაშვიდი, ამას არც ერთი „ორგანო" არ აფიქსირებს. თუმცა არის ასეთი მცნება - მორალი, რომელიც არსებობს ინდივიდუალური და საზოგადო. „პროფილის" ქალბატონების განცხადებას - „როგორც მომწონს ისე ვცხოვრობ" - თუ გავითვალისწინებთ, საზოგადო მორალი, ანუ საზოგადოების აზრი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან თქვენ მას მხედველობაში არ იღებთ. რჩება ინდივიდუალური მორალი, რომელიც სადამდეც გნებავთ იქამდე შეგიძლიათ გაჭიმოთ (ღმერთმა გაძლება მოგცეთ); გამოდის, რომ ეს საკითხი პრობლემა სულაც არ ყოფილა და კამათიც უაზრობაა.

 

 

რჩევა პროფილში (გვერდიდან): ქორწინება, გათხოვება, ოჯახი და სექსი „ზოგი" ადამიანისთვის იმდენად პირადული და საკრალურია, რომ ამ თემაზე საქვეყნოდ საუბარი საჭიროდ არ მიაჩნიათ. სულაც არ არის აუცილებელი მეზობელმა მანანამ იცოდეს როგორი სექსი გაქვთ, კვირაში რამდენჯერ და თვეში რამდენ ბოიფრენდთან. ეს თქვენია, თქვენთვის შეინახეთ და თუ რამედ გიღირთ, მოუფრთხილდით კიდეც.


 

2. თუ ლამაზი ძუძუ გაქვს, უნდა გამოაჩინო თუ არა

ისევ კანონში ჩავიხედოთ: თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შიშველი ძუძუს გამოჩენაზე სისხლის სამართლის კოდექსში არაფერი წერია: გამოდის, რომ დასაშვებია. თუმცა აქ დისკრიმინაციულ მომენტთან გვაქვს საქმე. ხომ შეიძლება, რბილად რომ ვთქვა, არალამაზი ძუძუს პატრონებმა თავი უფლებაშელახულად იგრძნონ და პროტესტის ნიშნად მასობრივად მოიშიშვლონ მკერდი?



ამას აუცილებლად მოჰყვება ლამაზი უკანალის პატრონი ქალბატონების რისხვა და რაც მოხდება თქვენც კარგად მოგეხსენებათ. შემდეგ ჯაჭვური რეაქციით მივალთ... იცით სად? პირველ ქალბატონ ევასთან, რომელსაც ჯერ სამოთხის ვაშლი არ ჰქონდა გასინჯული.

 

 

რჩევა პროფილში (გვერდიდან): ძვირფასო ქალბატონებო, ქალის სილამაზეს სხეულის რომელიმე ნაწილში ნუ ეძებთ. ერთმა ბრძენმა თქვა - ულამაზო ქალი არ არსებობსო (ნუკი კოშკელიშვილმა ეს ასე გამოხატა: ყველა სურათს მოეძებნება ჩარჩოო), დიახაც, რომ არ არსებობს, სილამაზე განყენებული ცნება არ არის, რადგან ქალი მაშინ არის ლამაზი, როდესაც იგი ვინმესთვის არის სასურველი;



ლამაზი ძუძუ, უკანალი თუ ცხვირი თქვენია და როდესაც მის ღირსეულ შემფასებელს შეხვდებით, თქვენი ურთიერთობა მერე გნებავთ „პროსტინასავით" გამოფინეთ და გნებავთ მეზობელ მანანასაც კი დაუმალეთ.


 

 

3. საამაყოა თუ არა ბოზობა

ბოზობა იგივე სიძვა, იგივე მრუშობა დედამიწაზე ერთ-ერთ უძველეს პროფესიას განეკუთვნება და დასაბამს ჯერაც უენო (ლაპარაკი რომ არ იცოდნენ იმას ვგულისხმობ) ადამიანებიდან იღებს. ამ შემთხვევაში კანონთან ცოტა სხვაგვარი დამოკიდებულება გვაქვს. ზოგგან ის აკრძალულია, ზოგგან ოფიციალურად დაშვებული. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ (არ ვიცი ვისთვის) პროსტიტუცია კანონით იკრძალება.



ახლა განვიხილოთ რა კავშირი აქვს პროსტიტუციას სიტყვა ბოზთან. ბოზი არის ქალი (ან კაცი), რომელიც პროსტიტუციით (ანუ ბოზობით, ანუ სხეულის ვაჭრობით) შოულობს შემოსავლის წყაროს. რა გამოდის? ის, რომ გათხოვებამდე თუნდაც ოცდაშვიდი ბოიფრენდი თუ გყავდათ და ეს თქვენი შემოსავლის წყარო არ იყო, უნდა გული დაგწყვიტოთ და გითხრათ, რომ ბოზი არ ხართ.

 

 

რჩევა პროფილში (გვერდიდან): ქართულ მოსწრებულ გამოთქმებში სიტყვა „ბოზი" მხოლოდ ერთხელ გვხვდება და ისიც რატომღაც მამიდასთან მიმართებაში, თუმცა აქ მოყვანილ სიტუაციას, მგონი ზუსტად ერგება. იქნებ თავი დაგენებებინათ ამ ზედმეტად ფილოსოფიური საკითხების განსჯისა და გავრცობისთვის და საკუთარი მამიდებისთვის მიგეხედათ? მგონი უკეთესი იქნება, თუ თქვენს სილამაზეს სხვა შეაფასებს და გამოარჩევს; ვინ ხართ, ამასაც ის სხვა დაადგენს და სექსის რაოდენობის განსაზღვრაშიც დაგეხმარებათ. ამ სხვას, თუ ძალიან მოგწონთ, დაარქვით ბოიფრენდი, ამით ქვეყანა არ დაიქცევა.


 


P.S.მოწოდება ჩემს ნაცნობ (შეიძლება უცნობსაც) მამაკაცებს:

ბატონებო! იქნებ გავაერთიანოთ ძალისხმევა და „პროფილის" ამ ქალბატონებისთვის ერთი ცალი სამოთხის ვაშლი გვეშოვა? ისინიც დაისვენებდნენ და ჩვენც.

 

 

ამასობაში 8 მარტმაც გაიარა, თუმცა დაგვიანებით მაინც გილოცავთ!

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016