დიდმარხვის პირველ კვირიაკეს, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.
ხატთმებრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა. ხატთმებრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა. ამასთან, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატთმებრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.
დიდმარხვა 50-ე დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით მთავრდება. დიდმარხვა წელს, 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)