reportiori.ge - საქართველოს პრეზიდენტმა ომში დაღუპულ გმირთა ოჯახებს ბათუმი დაათვალიერებინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:47
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა ომში დაღუპულ გმირთა ოჯახებს ბათუმი დაათვალიერებინა
ავტორი:
08 აგვისტო, 2013. 21:52

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების მეუღლეებს და შვილებს ბათუმი დაათვალიერებინა. პრეზიდენტმა გმირების ოჯახები პიაცას მოედანზე მიიყვანა, შემდეგ კი მათ ბათუმის "მაკდონალდსში" უმასპინძლა. 
როგორც მიხეილ სააკაშვილმა  აღნიშნა, ბათუმი 2008 წლის ომის შემდეგ თითქმის მთლიანად აშენდა. მისივე თქმით, დაღუპულ გმირთა თავგანწირვით  ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა მოხდა:
"დღეს წამოვიყვანეთ გიორგი ანწუხელიძის, ზურაბ ტურაშვილისა და უშანგი სოფრომაძის შვლები, მეუღლეები, დები და დისშვილები. დღეს დავათვალიერებინე ბათუმი, რადგან ეს ქალაქი თითქმის მთლიანად აშენდა 2008 წლის ომის შემდეგ. თუ არა ის, რომ ქართული სახელმწიფო გადარჩა 2008 წელში, როგორი ჩაოხრებულიც არის რუსეთის და პოსტსაბჭოთა ქალაქების უმეტესობა, ასეთი იქნებოდა ბათუმიც, ქუთაისით, თელავიც და დანარჩენი საქართველოც. ამათი მშობლების, ბიძების, ოჯახის წევრების გმირობის, თავგანწირვის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის შექმნა. რა შეიცვალა საქართველოში. შეიცვალა თუნდაც ის, რომ საქართველო გადარჩა და არაოკუპირებულ ნაწილში შეგვაქმნევინა ეს სასწაულები, რათა მომავალში ოკუპირებული ნაწილებიც დავიბრუნოთ, იმისთვის, ვისაც ეგონა, რომ ამათი თავგანწირვა იყო სულელური. ასეთი კარგი ბავშვები არიან, მათ ოჯახებთან მაქვს ურთიერთობა, ნაწილი ახლა გავიცანი. ვხვდები, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება ამ ქვეყნად, ამათი მამები რატომ იყვნენ გმირები ვხვდები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016