reportiori.ge - ჩამარხული „ფერარის“ ისტორია (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:35
სხვადასხვა
ჩამარხული „ფერარის“ ისტორია (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
09 მარტი, 2014. 15:56



მწვანე ფერის ფერარი - მოდელი „Dino 246 GTS“ ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთი ეზოს გათხრისას იპოვეს. 1978 წელს ბავშვები ტალახში თამაშისას ავტომობილის ნაწილს წააწყდნენ, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათ ეზოში მთლიანი მანქანა ყოფილა ჩამარხული. იმ დროისათვის ავტომობილის მიახლოვებითი ფასი 18 000 დოლარს შეადგენდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ავტომანქანა 1974 წელს ქალაქ ალჰამბრაში მცხოვრებმა როზენდო კრუზომ შეიძინა, რომელმაც შემდგომ განახცადა, რომ მას მანქანა მოპარეს.

 

როგორც გაირკვა, ფერარის მფლობელმა დაიქირავა ქურდები, რათა მათ ავტომობილი მოეპარათ და ყოველგვარი კვალის გარეშე გაექროთ, რის შემდეგაც იგი სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაციას მიიღებდა. ქურდებმა მანქანის ოკეანეში ჩაძირვის ნაცვლად იგი მიწაში დამარხეს, რამდენადაც ისინი რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ფერარის ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ. საბედნიეროდ, მანქანა წლების განმავლობაში, ვიდრე მას მიაგნებდნენ, მშრალად იმყოფებოდა მიწის ქვეშ, რამაც განაპირობა მისი ასე თუ ისე დაუზიანებელი ვიზუალური მდგომარეობის შენარჩუნება.

 

ფერარი Dino 246 GTS“ შეიძინა ვინმე მექანიკოსმა 5000-9000 დოლარის ფარგლებში (ზუსტი ციფრი უცნობია), რომელმაც შეძლო ავტომობილის აღდგენა და მოქმედებაში მოყვანა.

 

ამ ამბის შემდეგ მანქანამ რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა, ახლა კი აღნიშნული ავტომობილი ასე გამოიყურება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016