reportiori.ge - ზემო თელეთის მცხოვრები: 25 წელია სოფელს წყალი არა აქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:02
რეგიონები
ზემო თელეთის მცხოვრები: 25 წელია სოფელს წყალი არა აქვს
09 მარტი, 2014. 16:52



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია და  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი მღებრიშვილი სოფელ თელეთში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლების კრებას დაესწრნენ. კრების მიზანს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი სამუშოების განხილვა წარმოადგენდა.

 

შეხვედრაზე ზემო და ქვემო თელეთის, მუხრანთელეთის, ახალწყლის, წალასყურის წარმომადგენლები, სოფლების რწმუნებულები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდნენ.

 

სოფლების წარმომადგენლები დღეს აქ ასახელებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა მოგვარებაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგებში განხორციელდება. პრობლემების ჩამონათვალშია წყალმომარაგებაც, რომელიც ამ პროგრამაში ვერ ჩაჯდება, რადგან მეტ ინვესტიციას საჭიროებს. ამიტომ, ამ საკითხზე ჩვენი ჯგუფი დამატებით იმუშავებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ, - „სოფლები პრიორიტეტად ასახელებენ გარეგანათების მოწესრიგებას. შერეულ საკითხთან  დაკავშირებით შედგება ოქმი, გამოგზავნება ჩვენ სამინისტროში და პროცედურების შესაბამისად, სოფელს საჭირო დაფინანსება გამოეყოფა.“

 

2014 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, ზემო თელეთისთვის - 24139, ქვემო თელეთისთვის - 24439, მუხრანთელეთისთვის - 5502, ახალწყლისთვის - 14009, წალასყურისთვის 16173 ლარია გათვალისწინებული.

 

დღეს გამოიკვეთა პრიორიტეტები, საკითხები, რომელთა მოგვარებაზეც ეს თანხები დაიხარჯება,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა, -„პრობლემა ამ სოფლებშიც ბევრია, მაგრამ ჩვენც იმისთვის ვართ, რომ ისინი გადაიჭრას.“

 

სოფლის კრებები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. მათი დასრულება მარტის ბოლოსთვისაა ნავარაუდევი. შერჩეული პროექტების განხორციელება გაზაფხულზე ყველა სოფელში უნდა დაიწყოს.

 

აქ, ყველგან დიდი ხნის პრობლემებია, მატრო ის რად ღირს, რომ 25 წელია სოფელს წყალი არა აქვს,“ - განაცხადა შეხვედრის მონაწილემ, ზემო თელეთის მცხოვრებმა, გიორგი მერაბიშვილმა, - მე მგონია, ეს ხელისუფლება მიიტანს ამ პრობლემებს გულთან. წელიწადნახევარში ყველაფერი ვერ გაკეთდება, მაგრამ, თუ ისე მიყვებიან, როგორც აკეთებენ, ყველაფერი გამოსწორდება.“

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა წელს 50 მილიონი ლარი გამოჰყო. სოფლებისთვის დაფინანსება მათი მოსახლეობის სულადობისა და შესაბამისი კოეფიციენტის მიხედვით არის გათვალისწინებული.  

 

 

 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016