reportiori.ge - მეუფე დანიელი: ბოროტი ძალა ცდილობს, მცდარი სწავლება ეკლესიის შიგნით შემოიტანოს და გზა-კვალი აურიოს მორწმუნე ადამიანებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:43
რელიგია
მეუფე დანიელი: ბოროტი ძალა ცდილობს, მცდარი სწავლება ეკლესიის შიგნით შემოიტანოს და გზა-კვალი აურიოს მორწმუნე ადამიანებს
09 მარტი, 2014. 18:07



ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მეუფემ ქადაგება მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო, რომლითაც დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაული VII მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომ დაწესდა.

 

"VII მსოფლიო საეკლესიო კრება იყო ხატთმებრძოლობის, მწვალებლობის საწინააღდეგოდ. ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამოწმა, რომ ხატის თაყვანისცემა, ეს არის ღვთისგან დადგენილი შეჭმარიტი მსახურება იმ წმინდანებისა და უფლისა, რომელნიც გამოსახული არიან ხატებზე. იყო კიდევ ერთი მცდელობა ბოროტი სულისა, რომ ეკლესიაში, რომელშიც ყველაფერი ხდება ღვთის გამოცხადების საფუძველზე, შესულიყო ცვლილება და ადამიანს, თავისი ადამიანური გონებით, ღვთის ნება და ღვთაებრივი სწავლება დაერღია. ეს არ მოხდა. ეკლესიამ ცდომილება ამხილა და ამის შემდგომ დაადგინა დღესასწაული, რომელსაც მართმადიდებლობის ზეიმს ვუწოდებთ. დღესასწაული გულისხმობს, რომ ღვთისგან მოცემული შეჭმარიტი სარწმუნოება, ცოდნა ღვთის, სამყაროს და ადამიანის შესახებ, უფლის დახმარებით, არ იქნება შეცვლილი, არ იქნება შერყვნილი, ვერავითარი ძალა მას ვერ შეცვლის. ყოველთვის დედამიწაზე, ვიდრე მეორე მოსვლამდე, ადამიანებს ექნებათ გეზი, გზაღვთისკენ მიმავალი, უცდომელი, რომელიც მიიყვანს ღმერთთან, რომელიც არ იქნება გამრუდებული",ბრძანა მეუფე დანიელმა.

მისივე თქმით, "როცა ბოროტი ძალა გარე საშუალებებით ვერ ერევა ეკლესიას, ცდილობს, მცდარი სწავლება ეკლესიის შიგნით შემოიტანოს".

 

 

"ეკლესია ეს არის ღვთისგან დადგენილი ინსტიტუტი, სადაც შეერთებულია ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ეკლესია არის სხეული ქრისტესი, ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თქვენ იცით, რომ არის ღმერთკაცი, არის შეჭმარიტი ღმერთი და შეჭმარიტი ადამიანი. ამიტომ ეკლესია ეს არის სწორედ ღმერთისა და ადამიანის ერთობის, მარადიული კავშირის ადგილი. ვინც ეკლესიაში შევა, ის შეერთებულია უფალთან. ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ვართ ასონი გვამისანიეკლესიის, როგორც ქრისტეს გვამის, სხეულის ნაწილები. ჩვენშიც, ჩვენს ადამიანურ ბუნებას უერთდება ღვთაებრივი ბუნება, როცა ჩვენ ვხდებით ეკლესიის წევრები. სწავლება, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთთან, თუ იქნება შეცვლილი, მაშინ ავცდებით ღვთისკენ მიმავალ გზას. ბოროტი ძალა, როცა გარე საშუალებებით ეკლესიას ვერ ერევა, ვერ აფერხებს ეკლესიის წევრების ეკლესიიდან მოწყვეტას, ცდილობდა და ცდილობს, მცდარი სწავლება ეკლესიის შიგნით შემოიტანოს და შესაბამისად გზა-კვალი აურიოს მორწმუნე ადამიანებს. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან იცავს თვით უფალი და ეკლესია იმარჯვებს ყოველგვარ ცდომილებაზე", განაცხადა მეუფე დანიელმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016