სხვადასხვა
გერმანელმა მეთევზემ ზღვაში ასი წლის წინ დაწერილი, ბოთლში ჩადებული წერილი იპოვნა
09 მარტი, 2014. 21:26
გერმანელმა მეთევზემ გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში თევზაობისას ბოთლი დაიჭირა, რომელშიც 1913 წლის 17 მაისს დაწერილი წერილი აღმოჩნდა. ბარათი ლუდის ბოთლში იყო მოთავსებული, წერილის ავტორი კი მამაკაცი- რიჰარდ პლატცია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს დაიღუპა.
პლატცი შეტყობინების მპოვნელს სთხოვდა, რომ წერილი მის სახლში გაეგზავნა.
მეთევზის მიერ აღმოჩენილი წერილი მსოფლიოში ყველაზე ძველ წერილად ითვლება, რომელიც ზღვაში აღმოუჩენიათ. რეკორდების წიგნში შესულია 97 წლის წინა დაწერილი ბარათი.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03