ტვინი რომ დიდხანს გვემსახუროს, მას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. თქვენ წინაშეა ის ათი რამ, რაც უარყოფითად მოქმედებს ტვინზე.
უძილობა - თითოეული ადამიანისთვის ნაცნობი ეს მოვლენა გლობალური პრობლემა ხდება, რომელიც არა მხოლოდ ტვინს, მთლიანად ადამიანის ორგანიზმს ვნებს.
საუზმეზე უარით თქმა - დილით საკვების მიღებისგან თავის შეკავება დღის განმავლობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის შრომისუნარიანობასა და განწყობაზე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ თუ დილით არ საუზმობთ, ამით სისხლში შაქრის დონეს იქვეითებთ, ეს კი თავის მხრივ ტვინის მკვებავი ნივთიერებების მიწოდებას უშლის ხელს.
შაქრის გადამეტება - ამ შემთხვევაში პრობლემები ჩნდება ცილებისა და ტვინის მკვებავი ნივთიერებების ათვისებაში.
სტრესი - ძლიერი ემოციური დაძაბულობა იწვევს ნეირონებს შორის კავშირის გაწყვეტას, სტრესი აუარესებს მეხსიერებას და აქვეითებს ინტელექტუალურ პოტენციალს.
ანტიდეპრესანტები და საძილე საშუალებები - ეს პრობლემა განსაკუთრებით აშშ-შია აქტუალური, სადაც ძალიან მარტივად უწერენ ექიმები მსგავს წამლებს. საძილე საშუალებებისა და ანტიდეპრესანტების ხშირი მიღება აუარესებს მეხსიერებას და შეიძლება, ამნეზია და ჭკუასოსტობაც გამოიწვიოს.
მოწევა - როდესაც თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე ლაპარაკობენ, პირველ რიგში ფილტვებს ახსენებენ ხოლმე და ბევრმა არ იცის, რომ სიგარეტი ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ტვინზე - ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს და ტვინის კვებას უშლის ხელს.
მზის სინათლის ნაკლებობა - თუ არასაკმარის დროს ატარებთ ბუნებაში, ვერ იღებთ მზის სინათლეს, ეს პირდაპირ ახდენს გავლენას ადამიანის შემეცნებით შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობა სისხლის მიმოქცევაზე, ჟანგბადის მიწოდებაზე ორგანიზმისთვის.
უწყლობა - წყლის ნაკლებობა ტვინის მოცულობის შემცირებას იწვევს, რაც მის შრომისუნარიანობას აქვეითებს. რეკომენდებულია, დღის განმავლობაში საშუალოდ 2 ლიტრამდე სითხის მიღება.
ჭარბი ინფორმაცია - წლიდან წლამდე მატულობს ადამიანის მიერ მიღებული ინფორმაციის რაოდენობა და მრავალფეროვნება. თითქოს ეს ტვინის გავარჯიშებაა და ტონუსის შენარჩუნება, თუმცა სინამდვილეში, ეს ჭარბი ინფორმაციაა, რაზეც ტვინს ერთმნიშვნელოვანი რეაქცია აქვს: წინააღმდეგობა. რაღაც მომენტში ტვინი წყვეტს ინფორმაციის მიღებასა და დამახსოვრებას და ეს მეხსიერების დაკარგვითაც კი შეიძლება დამთავრდეს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)