რეგიონები
კაზრეთის საბადოს გაფიცულ მუშებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრა მიმდინარეობს
ავტორი: ქრისტინე ფოფხაძე
10 მარტი, 2014. 14:20
კაზრეთის საბადოს გაფიცულ მუშებსა და დამსაქმებლებს შორის მედიატორად პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ირაკლი ყანდაშვილი დაინიშნა, რომელიც მუშებსა და დამსაქმებლებთან შეხვედრას ამ წუთებში მართავს.
შეხვედრას კაზრეთში ირაკლი ყანდაშვილთნ ერთად „RMG ჯგუფის" წარმომადგენლები და შრომის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი როჯერ ლეკური ესწრება.
ადგილზე იმყოფება, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი პაატა ჟორჟოლიანი და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ბექა ნაცვლიშვილი, რომლებიც საწარმოს თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ მოთხოვნებს გაეცნენ.
დაბა კაზრეთის საბადოს მუშები 14 თებერვალს გაიფიცნენ. მათი მოთხოვნა შრომითი პირობების გაუმჯობესება, გათავისუფლებული მუშების სამსახურში დაბრუნება, ხელფასების გაზრდა და კოლექტიურ ხელშეკრულებებზე გადასვლაა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57