კულტურა
ნიუ იორკში ნიკოლოზ რაჭველისა და ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი გაიმართება
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
10 მარტი, 2014. 17:26
ნიუ იორკის პრესტიჟულ არტ-კლუბ E.i le poisson-ში ნიკოლოზ რაჭველი და ანიტა რაჭველიშვილი ხვალ კონცერტს გამართავენ.
საღამო ნიკოლოზ რაჭველის ხორუმის რიტმებზე შექმნილი ნაწარმოებით გაიხსნება. კონცერტზე ასევე შესრულდება ბიზეს, გერშვინისა და პიაცოლას ცნობილი ნაწარმოებების გადამუშავებული ვერსიებიც.
ღონისძიებაში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები და სოლისტები: გიორგი ცაგარელი, დათო და გიორგი შამანაურები და ვადიმ შიშკინი იღებენ მონაწილეობას. კონცერტს ამერიკელი პროდუსერები, მეტროპოლიტენ ოპერის ხელმძღვანელები და სხვა სტუმრები დაესწრებიან.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50