reportiori.ge - დავით თევზაძე: როდესაც საქართველო რეალურად დგას საფრთხეების წინაშე, ამ დროს ჯარების დაფანტვა გააზრებული ნაბიჯი არ მგონია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:46
პოლიტიკა
დავით თევზაძე: როდესაც საქართველო რეალურად დგას საფრთხეების წინაშე, ამ დროს ჯარების დაფანტვა გააზრებული ნაბიჯი არ მგონია
10 მარტი, 2014. 17:31

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩართვის საკითხზე იმსჯელა.  


 „როდესაც საქართველო რეალურად დგას გარკვეული ტიპის საფრთხეების წინაშე - იგივე მცოცავი ანექსია და ასევე არსებობს განვითარების სხვა სცენარები, ამ დროს ჯარების დაფანტვა, რომ ერთი აღმოსავლეთში გყავდეს და მეორე - დასავლეთში, აფრიკაში, არ მგონია, რომ გააზრებული ნაბიჯი იყოს. მონაწილეობა შეიძლება, მაგრამ ფორმას გააჩნია, ვფიქრობ, რომ 100-150 კაცი საქართველოდან მალისთვის ჭარბი კონტიგენტია"- განაცხადა თევზაძემ.


მისი თქმით, არსებობს გარდაუვლად აუცილებელი მომენტები, რომლის დროსაც, ქვეყანამ სამხედრო ძალები მოკავშირეების დასახმარებლად უნდა გამოიყენოს.


მიჩნეულია, რომ სამხედრო ძალებს ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იყენებს, როდესაც მისი ან მისი მოკავშირეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები საფრთხის ქვეშაა. ვინაიდან საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები ცენტრალურ აფრიკაში არ არის, ხოლო ქვეყანას მოკავშირეები საერთოდ არ ჰყავს, მხოლოდ რამდენიმე პარტნიორი ჰყავს, მათგან ზოგი სტრატეგიული, ზოგი კი - ნაკლებად, ამიტომ არანაირი მოტივაცია შეიარაღებული ძალების ცენტრალურ აფრიკაში გაგზავნისა რეალურად არ არსებობს,"- აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.


თევზაძის აზრით, საქართველომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ძალთა ეკონომიის პრინციპიც, რომელიც გულისხმობს: „მეორად მიზნებზე არ გამოიყენო ძალების დიდი რაოდენობა. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ 100-150 კაცი დიდი რაოდენობა არ არის. როდესაც შენი არმია სულ 20 000-იც კი არ არის და 150-100 კაცს სამ ან ექვს თვეში როტაცია სჭირდება, ჩათვალე, რომ ერთი ბრიგადა ემსახურება მარტო მალის და სულ რამდენი ბრიგადაა?! თუკი პოლიტიკური მიზანდასახულობაა, რომ ყველგან ვჩანდე და სამხედრომ დროშა უნდა აწიოს, ამ განზრახვაში ცუდი არაფერია, მაგრამ მაშინ შენ მიერ გაგაზავნილი ხალხი არ უნდა აღემატებოდეს, თუნდაც შენი მეზობელი თურქეთის კონტიგენტს. ასეთ დროს საკმარისია დროშა გამოაჩინო და მოლაპარაკებათა მაგიდაზე შენი დროშა დადო,"- განაცხადა დავით თევზაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016