ცოტა ხნის წინ ჩატარებულ სილამაზის კონკურს „მის საქართველო 2013"-ის გამარჯვებული 20 წლის თბილისელი ანა ზუბაშვილი გახდა. მას მთავარი პრიზი, ახალი ავტომობილი „Toyota RAV4" გადაეცა და ის ქვეყანას „მის მსოფლიოს" კონკურსზე წარადგენს.
„მის მსოფლიო 2014" ივლისის თვეში კანადაში ჩატარდება. პირველი „მის მსოფლიო" დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 1951 წლის აპრილში გაიმართა.1959 წლისათვის შოუ უკვე მთელს მსოფლიოში პოპულარული მოვლენა გახდა შოუ ბიზნესის კუთხით, რომელსაც უდიდესი ფინანსური მოგება მოჰქონდა.დღესდღეობით ამ კონკურსის შემოსავალი 50 000 000 დოლარია და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 60 წელია არსებობს, პოპულარობა და აქტუალობა არ დაუკარგავს. კონკურსში მონაწილე გოგონების შერჩევა 60 წლის წინ მიღებული კანონებით ხდება, კერძოდ კი მონაწილე აუცილებლად უნდა ყოფილიყო სხვადასხვა შესარჩევი კონკურსებისა და ტურების გამარჯვებული და ბოლოს თავისი ქვეყნის სილამაზის დედოფალი. მისი ასაკი უნდა იყოს 17-24 წელი. არ უნდა იყოს გათხოვილი და არ უნდა ჰყავდეს შვილი. მისი სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 170 სანტიმეტრს, არ უნდა მუშაობდეს პორნოინდუსტრიასა და სტრიპტიზ დაწესებულებებში. სასურველია გოგონა დაკავებული იყოს ქველმოქმედებით. იყოს განათლებული და ნიჭიერი. სილამაზის კონკურსზე გოგონას გარეგნობის გარდა ყურადღება ექცევა მის ინტელექტსა და შინაგან მომხიბვლელობას.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)