reportiori.ge - ირაკლი ჩიქოვანი კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობას ტოვებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:24
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობას ტოვებს
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 13:56

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გუშინ ირაკლი ჩიქოვანის წერილი მიიღეს, რომელშიც მისი ყოფილი თავმჯდომარე  საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და  კომისიის წევრის უფლებამოსილების შეჩერებას სთხოვს. შეგახსენებთ, პარლამენტში  მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობს,  რომლის თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა 12 ივლისს განაცხადა,  რომ მომავალს სესიაზე  ჩიქოვანის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებდა. ირაკლი ჩიქოვანი კომისიაში მისვლამდე „რუსთავი 2“-ის დირექტორი და მეწილე იყო. ფლობდა რამდენიმე  სარეკლამო კომპანიასაც, რის გამოც ხშირად  საუბრობდნენ ინტერესთა კონფლიქტზე  და მას  კანონდარღვევაში ადანაშაულებდნენ. ჩიქოვანმა  კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა   2012 წლის 12 აპრილს დატოვა.  მანამდე კი საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა საჯარო პირმა  (მისი ყოველთვიური სახელფასო ჰონორარი 15 ათას ლარს შეადგენდა) სამთვიანი შვებულებით ისარგებლა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016