გრენლანდიის ყინულებში და კუნძულ ტასმანიის ჰაერში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მთელი რიგი ნივთიერებები, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის ოზონის შრეზე.
გარემოსდამცველების თქმით, ეს არის 4 სახის სხვადასხვა აირები. ამჟამად, მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ მათი წარმომავლობა. სავარაუდოდ, ეს შეიძლება გამოიწვია პესტიციდებისა და ფრეონის ფართო გამოყენებამ აეროზოლის ბალონებში, მაცივრებსა თუ კონდიციონერებში. მეცნიერების აზრით, აღმოჩენილი ნივთიერებები უდიდეს საფრთხეს უქმნის ოზონის შრეს. ეკოლოგებმა აღნიშნეს, რომ ნივთიერებების კონცენტრაცია არ არის ძალიან დიდი.
ოზონის შრე - სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. 1985 წელს, როდესაც ოზონის შრის სამხრეთ ნახევარსფეროზე გაჩნდა ხვრელი, მეცნიერები პირველად ალაპარაკდნენ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. 1995 წელს ოზონის შრე დაირღვა არქტიკისა და ჩრდილოეთ ევროპის თავზე(რაშიც დიდი როლი ითამაშა წინა საუკუნეში კოსმოსში გაგზავნილმა ხომალდებმა და თანამგზავრებმა, რომელმაც დაარღვია ოზონის შრის მთლიანობა). მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ეს მოვლენები ოზონის შრის თანდათან შეთხელებას გამოიწვევს პლანეტის სხვა ნაწილებშიც. ამ შემთხვევაში მავნე რადიაციის საფრთხე გაიზრდება.