reportiori.ge - ნელსონ მანდელას ბრძნული გამონათქვამები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:50
სხვადასხვა
ნელსონ მანდელას ბრძნული გამონათქვამები
ავტორი:
11 მარტი, 2014. 11:11



ნელსონ მანდელა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი პრეზიდენტობამდე იყო ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და აფრიკის ნაციონალური კონგრესის (ანკ) ლიდერი. მანდელამ ციხეში  27 წელი გაატარა საბოტაჟისათვის მას შემდეგ რაც იატაკქვეშეთში გადავიდა და შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. ციხეში გატარებული 27 წლის განმავლობაში მანდელა გახდა ანტიაპერტეიდის მოძრაობის და ზოგადად რასული თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო როგორც სამხრეთ აფრიკაში ასევე მის საზღვრებს გარეთ.

 

1990 წელს ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მანდელამ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი ზომიერისაკენ, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკაში რასობრივი შუღლის შემსუბუქებას და დემოკრატიის დამყარებას. მანდელას მიღებული აქვს ასზე მეტი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1993 წელს. სამხრეთ აფრიკაში ის მოიხსენიება როგორც მადიბა, წოდება რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს ანიჭებენ.

 

გათავაზობთ მის რამდენიმე გამონათქვამს:

1) იყო თავისუფალი არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხების და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის.

 

2) ყოველთვის შეუძლებლად მიგაჩნია, სანამ გაკეთებ.

 

3) ფულს არ ძალუძს შექმნას წარმატება, რომელსაც თავისუფლება უზრუნველყოფს.

 

4) არაფერია თვითშეცნობისთვის იმაზე კარგი, რომ დაბრუნდე იქ, სადაც არაფერი არ შეცვლილა, მაშინ გაიგებ თუ რაოდენ შეიცვალე.

 

5) ყოველი მთის დალაშქვრისას, შენს წინ იშლება კიდევ უფრო მაღალი მთები, რომელთა დალაშქვრაც მხოლოდ შენ მოგიწევს.

 

6) გამარჯვებული არის მეოცნებე, რომელიც არასდროს ნებდება.

 

7) განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს შეცვლისთვის.

 

8) კარგი ხელმძღვანელობა და კარგი გული ყოველთვის შესანიშნავი კომბინაციაა.

 

9) თუ თქვენ ესაუბრებით კაცს გასაგებ ენაზე, ყოველივე მიდის მის თავში და თუ კი თქვენ ესაუბრებით მას მის მშობლიურ ენაზე, ყოველივე მიდის მის გულში.

 

10) თუ გსურს დაამყარო მშვიდობა შენს მტერთან, უთუოდ მოგიწევს მასთან ერთად მუშაობა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შენი პარტნიორი.

 

11) ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დრო გონივრულად და სამუდამოდ გავაცნობიეროთ, რომ დრო ყოველთვის მწიფე გაკვეთილია, რათა ვიმოქმედოთ მართებულად.

 

12) მხოლოდ თავისუფალ მამაკაცებს შეუძლიათ მოლაპარაკება.

 

13) ჩვენს ქვეყანაში ჯერ მივდივართ ციხეში, ხოლო შემდეგ ვხდებით პრეზიდენტი.

 

14) თუ ამერიკის შეერთებული შტატებს ან ბრიტანეთს აქვთ არჩევნები, ისინი არ ითხოვენ დამკვირვებლებს აფრიკიდან ან აზიიდან. მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს არჩევნები, მათ სურთ დაკვირვება.

 

15) ვოცნებობ ისეთ აფრიკაზე, რომელიც მშვიდობაშია საკუთარ თავთან.

 

16) ვოცნებობ აფრიკის ერთობის რეალიზაციაზე, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს უკავშირდებიან იმ ძალისხმევებით, რათა ამ კონტინენტზე გადაჭრან ესა თუ ის პრობლემა. ვოცნებობ ჩვენს ვრცელ უდაბნოებზე, ტყეებზე, ყველა ჩვენს დიდ, უკაცრიელ ადგილზე.

 

17) არ არსებობს ასეთი რამ, როგორც ნაწილი თავისუფლებისა. 18) სამხრეთ აფრიკაში არსებობს უამრავი ისეთი ადამიანი, რომლებიც არიან მდიდარნი და რომლებსაც შეუძლიათ გაუზიარონ სიმდიდრე იმ არც ისე ბედნიერ ხალხს, ვინც ჯერაც ვერ დააღწია სიღარიბეს.

 

19) თუ ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც საზოგადოება, ვინც ჩემს გაძარცვას შეეცდება, ჩემი უწყინარობა მაშინ გაქრება.

 

20) მიეცი ბავშვს სიყვარული, სიცილი, მშვიდობა და არა შიდსი.

 

21) თუ არსებობს ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში ჩაიდინა სიტყვით აღუწერელი დანაშაულები, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები.

 

22) უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს განვიხილავდი ისე, როგორც აფრიკის პატრიოტს.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016