იცით თუ არა, რომ ადამიანის მეხსიერებას დაახლოებით 10 გიგაბაიტი ინფორმაციის დატევა შეუძლია. აქ თავმოყრილი ინფორმაციის მხოლოდ მეათედს ვიყენებთ, დანარჩენი ნაწილი კი ჩვენი ტვინის ხვეულებში ე.წ. მეხსიერებაში ილექება და ასაკის მატებასთან ერთად მისი დაქვეითება ხდება. ამის მიზეზი კი თავის ტვინის ქერქის უკრედების კვდომა და მათ შორის კავშირის რღვევაა.
იმისათვის, რომ აზროვნება დიდხანს და სრულყოფილად შევინარჩუნოთ, საჭიროა მასზე ახალგაზრდობიდანვე ვიზრუნოთ. ამისათვის კი საჭიროა რამდენიმე რჩევა გავითვალისწინოთ: სისტემატურად გავაკონტროლოთ საკვებში ქოლესტერინის დონე. უპირატესობა მცენარეულ პროდუქტებს, წითელ ღვინოსა და ფეხით სეირნობას მივანიჭოთ. რაც მთავარია, თამბაქოს მოწევაზე საბოლოოდ უნდა თქვათ უარი.
თქვენი ორგანიზმი გაამდიდრეთ თუთიით, მაგნიუმითა და კალციუმით. ავარჯიშეთ მეხსიერება. ამისთვის კი საკმარისია კროსვორდების ამოხსნა, ლექსების ზეპირად სწავლა და ანგარიშისას კალკურატორზე უარის თქმა.
გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენი ტვინის კვებას უზრუნველყოფს.
ჩაი
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პოლიფენოლები, რომლებიც ჩაის შემადგენლობაში შედის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას.
ხილი და ბოსტნეული
ანტიოქსიდანტი ანტოციანინი (რომელიც ჭარხლის შემადგენლობაშია) და ნასუნინი (რომელიც იისფერ ბადრიჯანშია) იცავს ტვინის ქსოვილის ლიპიდურ შემადგენლობას; ფოლიუმის მჟავა (მუქ მწვანე ბოსტნეულშია) თავიდან აგვაცილებს მეხსიერების დაკარგვას.
ვაშლი
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვაშლის წვენის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერება, რომელიც ტვინის უჯრედებს ოქსიდანტური სტრესისგან იცავს.
წყალი
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ტვინის გაუწყლოება ჰორმონ კორტიზოლის გამომუშავებას უწყობს ხელს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ტვინის თვისებაზე, შეინახოს ინფორმაცია.
(მოამზადა თამარ ნადარეიშვილმა)