„ ამ სტატუსიდან მეც გამოვიტანე ერთი დასკვნა: ამის დამწერი დილეტანტია ჟურნალისტიკაში და სტუდიაში დევნილების მოწვევა უთავმოყვარეობა და ცირკი ჰგონია" - ასე გამოუხმაურა „ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტი ვახო სანაია, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ „ტაბულას" რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქის" გვერდზე ვახო სანაიას უთავმოყვარეო უწოდა.
„ გუშინ საღამოს ვახო სანაიას გადაცემის ბოლო ორ ნაწილს ვუყურე, სადაც ნაციონალური მოძრაობით უკმაყოფილო დევნილები ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების დედებს და შოთა მალაშხიას ლანძღავდნენ. ერთ-ერთმა მგლოვიარე დედას "სააკაშვილის ცოცხების" გამო მოსთხოვა პასუხი. ამ გადაცემიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია. სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია დაზარალებული ადამიანები ერთმანეთს ამ ფორმით დაუპირისპირო და ასეთი ცირკი მოაწყო."- ნათქვამია განცხადებაში.