reportiori.ge - თემურ ლენგის წერილი და წყევლა, რომელიც თავს დაატყდა მსოფლიოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:56
სხვადასხვა
თემურ ლენგის წერილი და წყევლა, რომელიც თავს დაატყდა მსოფლიოს
ავტორი:
11 მარტი, 2014. 12:38



1336 წელს უზბეკეთის ტერიტორიაზე დაიბადა მსოფლიოს ისტორიიში ერთ-ერთი ძლევამოსილი დამპყრობელი და მხედართმთავარი- თემურლენგი. მან შექმნა იმპერია, რომელიც გადაჭიმული იყო შუა აზიიდან კავკასიამდე. იმპერიის დედაქალაქად კი სამარყანდი აქცია. თემურლენგმა არაერთხელ დალაშქრა საქართველო.

 

თემური ერთ-ერთ ბრძოლაში დაკოჭლდა და სწორედ აქედან მოდის მისი სახელი ლენგი“, რომელიც კოჭლს ნიშნავს. 1405 წელს კი თემურლენგი გარდაიცვალა ჩინეთში ლაშქრობის დროს.

 

ის დაკრძალეს სამარყანდში მდებარე მავზოლეუმ გურ-ემირში. მის განსასვენებელს დიდი ასოებით აწერია თემურ ლენგის ანდერძი:რა ჟამს გაიხსნას ჩემი განსასვენებლი, მოიცვას მსოფლიო სისხლიანმა ომმა

 

1941 წლის  21 მარტს მოსკოვში სტალინის მაგიდაზე დაიდო წერილი, სადაც საბჭოთა კავშირის კულტურის საქმეთა წარმომაგენელი თხოვდა  თემურლენგის სარკოფაგის გახსნის ნებართვას. სტალინი თემურლენგის ისტორიას დეტალურად გაეცნო და წერილს რეზოლუცია დაადო. მან მოითხოვა დაუყოვნებლივ დაეწყოთ გათხრები სამარყანდში.

 

უზბეკები დიდი გულისყურით უვლიდნენ მავზოლეუმს, თუმცა სტალინის ბრძანებას წინ ვერ აღუდგებოდნენ და 1941 წლის 21 ივნისს საბჭოთა არქეოლოგებმა და მეცნიერებმა გერასიმოვის მეთაურობით დაიწყეს სარკოფაგის გახსნა.

 

გარკვეული სიძნელეების მიუხედავად, სარკოფაგი წარმატებით გახსნეს, მავზოლეუმი მაშინვე აივსო სხვადასხვა სასიამოვნო არომატული სუნით. შემდეგ ეტაპზე იგეგემებოდა თემურლენგის გარეგნობის დადგენა და ჩონჩხის დეტალური შესწავლა. თუმცა 1941 წლის 22 ივნისს გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა. დაიწყო სამამულო ომი.ხდა თემურლენგის ინასწარმეტყველება და ომი გაჩაღდა. ახლა კი, შემოგთავაზებთ დეტალურ ისტორიას ამ ფაქტის შესახებ.

 

აქ არის გამოყენებული უიშვიათესი კადრები გათხრებიდან, რომელიც გადაიღო უზბეკმა კინოდოკუმენტალისტმა მალიკ კაიუმოვმა და რომელიც ucnauri.com-ზე გამოქვეყნდა.

 











 



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016