reportiori.ge - სოფელ დიცის მოსახლეობა სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:14
რეგიონები
სოფელ დიცის მოსახლეობა სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
11 მარტი, 2014. 13:12



სოფელ დიცის მოსახლეობა გასული წლის 28 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ საკითხზე დღეს ადგილბრივებმა აქცია გამართეს.

 

ზარალის დამთვლელმა სპეციალურმა კომისიამ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ოთხ სოფელში - დიცში, არბოში, ქორდსა და ერგნეთში 84 დაზარალებული ოჯახი გამოავლინა და მათ დასახმარებლად 94 ათასი ლარია გათვალისწინებული. 

როგორც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაქარია ვატიტაძე აცხადებს, აღნიშნული თანხა ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროდან უკვე გადმოირიცხა გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო განყოფილების ანგარიშზე. თუმცა, იმის გამო, რომ დოკუმენტებში გარკვეული ხარვეზები იყო, თანხის გაცემა ვერ ხერხდება. 

ზაქარია ვატიტაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში აღნიშნული ხარვეზი დოკუმენტებში აღმოიფხვრება და დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემა დაიწყება. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე რამდენიმე თვეა ამგვარ დაპირებებს იღებენ, ამ დაპირებების აღარ სჯერათ და სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს აქციის გამართვა.

 

მათივე განცხადებით, თუ საკომპენსაციო თანხების გაცემა უახლოეს დღეებში არ მოხდება, სასოფლო-სამეურნეო საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება გვიანდება და წელსაც მოსავლის გარეშე დარჩებიან. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016