reportiori.ge - როგორ განვასხვავოთ ვირისა და საქონლის ხორცი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:09
სხვადასხვა
როგორ განვასხვავოთ ვირისა და საქონლის ხორცი?
ავტორი:
11 მარტი, 2014. 17:27



ინდ.მეწარმე არჩილ დალაქიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ზოოპარკს ცხენის, ვირისა და საქონლის ხორცით ამარაგებს,ambebi.ge“-სთან ინტერვიუში გვთავაზობს რჩევას, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ვირისა და ცხენის ხორცი საქონლის ხორცისგან.

 

ვირის ხორცი ძალიან განსხვავდება საქონლის ხორცისგან - საშინელი სუნი აქვს და თერმული დამუშავებისას შავდება. არ მჯერა, რომ ვირის ხორცს სადმე იყენებდნენ. შეიძლება მეძაღლეებს მიაქვთ ცხოველების გამოსაკვებად. ცხენი უფრო მიმსგავსებულია საქონლის ხორცს, მაგრამ ამბობენ, რომ თევზის სუნი აქვს. მეცინება, რომ ამბობენ - საშაურმეებში ვირის ხორცი შედისო. მოვუჭრი ვირის ხორცის ერთ ნაჭერს, შეწვან ნებისმიერ საშაურმეში თუ იქ ვინმე შეძლებს გაჩერებას, ნახავენ. ეს გამორიცხულია - ვირის ხორცს საშინელი სუნი აქვს და შავია.

 

ცოტა ხნის წინ, ჩემს სოფელთან იპოვეს სასაკლაო, თუმცა იქ ვირი არ იყო - ცხენის ძვლები იყო. ცხენებს კლავენ და ალბათ, ვიღაც იყენებს. თუმცა ზოოპარკის გარდა, არ გამიგია, რომ ვინმეს ცხენის ან ვირის ხორცი სჭირდებოდეს, თუმცა ჩუმ-ჩუმად შეიძლება იყენებენ. მეც გამიგია ბაზრებში ურევენ ხოლმე ფარშს - ცხენის ხორცზე მაქვს საუბარი. ახალი წლის პერიოდში იყო საუბარი, რომ ვაგზლის ტერიტორიაზე ცხენის ხორცი გაყიდეს. ზოოპარკში ტენდერი ჩვენ გვაქვს მოგებული, სხვაგან სად შეიძლება წავიდეს ცხენის ხორცი, არ ვიცი. ალბათ, სახინკლეებში და სხვაგან - იმიტომ, რომ ცხენისა და საქონლის ხორცის არევა ადვილია. შეიძლება კერძო ცეხი ჰქონდეს ვიღაცას და იქაც ურევდნენ. მე პირადად გატარებულ ხორცს არ ვყიდულობ - შესაძლოა, ცხენის ხორცი იყოს შერეული და ვერ შეატყო. ვერ გამოვრიცხავ, რომ ვირის ხორციც სადმე ბარდებოდესყველაფერი შეიძლება ხდებოდეს. ალბათ, უფრო იქ, ვისაც რცის ან ძეხვის ცეხი აქვს. საქონელის ხორცი 10 ლარი ღირს ვირის და ცხენის ხორცი კი იაფი და შესაბამისად, ალბათ მოგებაც დიდია. ზოოპარკში კი ერთი და იგივე ფასი აქვს ვირის, ცხენის და საქონლის ხორცს. ერთ კილოს 3.40 ლარად ვაბარებთ. ცხენი და ვირის ხორცი არსად არ არის დაშვებული და ამიტომ არის დაბალი ფასი. ხოლო რაც შეეხება საქონელსძირითადად, დაბერებული, დაუძლურებული ან ისეთი საქონლის ხორცს ვაბარებ, რომელსაც მანქანა დაეჯახა“, -აცხადებს არჩილ დალაქიშვილი.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016