საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა.
კომპანიის დირექტორის გიორგი შუხოშვილის განაცხადებით, მდგომარეობა საქართველოში არსებულ ნაგავსაყრელებზე საკმაოდ მძიმეა.
"ჩვენი კომპანია გეგმის მიხედვით ასრულებს პირველად სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რათA ნორმაში მოვიდეს ამჟამად არსებული ნაგავსაყრელები. რეგიონებში მოეწყობა რეგიონული ნაგავსაყრელები, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რასაც საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს." _ განაცხადა შუხოშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას
განცხადებით, ნაგავსაყრელების რეგისტრაციას იგეგმება.
"ადრე ქაოტურად ხდებოდა ეს ყველაფერი, 6 თვის განმავლობაში მოვახერხეთ ის, რომ მოხდა ნაგავსაყრელების რეგისტრაცია და მათი ნაწილის შემოღობვა, ანუ მინიმალურად აუცილებელი ღონისძიებები, რაც გარემოს დაცვის თვალსაზრისით უსაფრთხოების თვალსაზრისით არის საჭირო, ჩვენ მოვახერხეთ და გავაკეთეთ 6 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა არსებული ნაგავსაყრელების უვნებლობის თვალსაზრისით და პარალელურ რეჟიმში დავიწყოთ ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობა." - აცხადებს ნარმანია.