ინტერნეტში აშშ-ს ციხეში გადაღებული ვიდეო ვრცელდება, სადაც სამართალდამცველები პატიმარს წიწაკის გაზის გამოყენებით აწამებენ.
პატიმარ პოლ შლოსერს საპატიმროს თანამშრომლები კაპიტან შონ უელჩის ბრძანებით წიწაკის სითხეს სახეზე ასხამენ, რომელიც ძლიერ დამწვრობას იწვევს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსგავსი სახის სპეცსაშუალებების გამოყენება საქართველოშიც დასაშვებია. რამდენიმე ხნის წინ საქართველოს მთავრობამ პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებები შეიტანა.
პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება იმ სპეციალურ საშუალებათა სია, რომელთა გამოყენებაც პატიმრებთან მიმართებაში დასაშვებია.
სპეცსაშუალებებს შორისაა: ხელბორკილი, დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი.
აღნიშნულ სპეცსაშუალებების ლეგალურად გამოყენებას სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა „ჰუმანიზაციისკენ მიმართული ცივილური კოდექსი უწოდა. რომელიც ევროპულ წესებთან და გაეროს მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის".
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)