reportiori.ge - თენგიზ დიხამინჯია: უნდა შეიქმნას „საკონსტიტუციო კონგრესი“ , რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 05:38
საზოგადოება
თენგიზ დიხამინჯია: უნდა შეიქმნას „საკონსტიტუციო კონგრესი“ , რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 13:22

უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, თენგიზ დიხამინჯია საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე  საუბრობს. მისი განმარტებით აუცილებელია შეიქმნას საყოველთაო სახალხო ორგანო -„საკონსტიტუციო კონგრესი" რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს. „ამ ჯგუფში არიან როგორც  „ქართული ოცნების" ასევე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, იურისტები, რომლებიც კონსტიტუციაზე მუშაობდნენ და სხვადსხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატები. მთავარი მიზანი კი კონსტიტუციური ჩიხიდან გამოსვლაა. დღევანდელი  კონსტიტუცია  ერთი კაცის ინტერესებზეა აგებული და ეს უნდა შეიცვალოს" - განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში თენგიზ დიხამინჯიამ. მისივე განცხადებით, საინიციატივო ჯგუფი უკვე მუშაობს კონსტიტუციის იმ მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავჯდომარეს ორმაგი მოქალაქეობის უფლება აქვს. „ეს მუხლი შესაძლოა ქვეყნის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. ორმაგი მოქალაქეობის უფლება  მაღალი თანამდებობის პირებს არ უნდა ჰქონდეთ" - განაცხადა თენგიზ დიხამინჯიამ

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016