reportiori.ge - ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ რაულ იუსუპოვის სხეულში შხამი აღმოაჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:16
სამართალი
ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ რაულ იუსუპოვის სხეულში შხამი აღმოაჩინეს
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 14:13

მთავარი პროკურორის გ ანცხადებით, მისი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტულ საქმედ ყოფილი პრემიერის და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის გარდაცვალების გარემოების ზუსტი და თანმიმდევრული გამოძიება რჩება, რომლის ფარგლებში გარკვეული პროგრესილევან სამხარაული, რომელიც, მაშინ, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან სამ თვეში ყვარელში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა კი თავი მოიკლა. მას თავში და გულში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლევან სამხარაული ესწრებოდა იმ გამათბობლის შემოწმების პროცედურას, რომელიც გამოძიების დასაწყისშივე ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების მიზეზად დასახელდარაულ უსუპოვის მამა, იაშა უსუპოვი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილი ჯერ ხელით მოახრჩვეს და შემდეგ ორგანიზმში შხამი ნემსით შეუშვეს. ისევე, როგორც გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია, იაშა უსუპოვიც ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებად მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს და გიორგი ბარამიძეს ასახელებსგამოძიება მიმდინარეობს იმ მიმართულებით, როგორ და რით არიან მოკლულები. გაზის გაგუდვის ვერსია საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ. ეს მხოლოდ სააკაშვილსდა მის მომხრეებს აწყობდათ და აწყობთ ახლაც. გაზი იმ საღამოს  ბინაში არ იყო და გაზით როგორ გაიგუდებოდნენ? ჩემს შვილს ყელზე ჰქონდა ზოლი, ძალიან წვრილად ეტყობოდა მკერდზე ნანემსარი. დღეს, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ სხეულში შხამი შეუშვეს. როგორც ჩანს, მანქანაში რომ იჯდა, უკნიდან ყელზე მოუჭირეს ხელი, ასე გათიშეს და მერე მის ორგანიზმში შხამი შეუშვეს. დანარჩენს გამოძიება გაარკვევს, ამ საკითხზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, – აცხადებს ის.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016