reportiori.ge - დღევანდელ დღეს ვახტანგ ჭაბუკიანი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:19
კულტურა
დღევანდელ დღეს ვახტანგ ჭაბუკიანი დაიბადა
ავტორი:
12 მარტი, 2014. 12:57



ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი ახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი 1910 წლის 12 მარტს თბილის დაიბადა.

 

მამა, მიხეილი, სოფელ დიღმიდან იყო წარმოშობით. დედა - ელენე ფილიახი-ჭაბუკიანი - ქალაქ რიგიდან. ჰყავდა სამი და - ეკატერინე, მარიამი და ელენე) და ერთი ძმა -კონსტანტინე. ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. სწავლობდა ვერის მესამე დაწყებით სკოლაში და ამავე დროს მარია შევალიეს ინდუსტრიულ სკოლაში შეგირდად მუშაობდა. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა.

 

1926 წელს ლენინგრადში გადავიდა საცხოვრებლად. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929–1941). აქ ის კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა. 1930 წლის 16 მარტს . ჩაიკოვსკის გედების ტბა-ში ზიგფრიდის მთავარ პარტიას ასრულებდა.

 

ოდეტას პარტიის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი გალინა ულანოვა წერდა: ისეთი პარტნიორი, როგორიცაა  სერგევი, ჩემს საცეკვაო ინტერპრიტაციაში ოდეტას სახეს ლირიზმს მატებდა, ხოლო ჭაბუკიანი - ტემპერამენტს. 1930 წლის 19 ნოემბერს მას დაეკისრა ლუდვიგ მინკუსის დონ კიხოტში ბაზილის პარტია. მისმა პირველმა გამოსვლამ ლენინგრადის მოსახლეობა განაცვიფრა. დონ კიხოტმა“ მას სახელი გაუთქვა მთელ სსრკ-ში. ამის შემდეგ იწყება ჭაბუკიანის გასტროლები საქართველოში და საზღვარგარეთ. 1932 წელს იგი აშშ-ში მიიწვიეს. გამგზავრებამდე მან და მისმა პარტნიორმა ვეჩესლოვამ კონცერტები გამართეს ლატვიასა და ესტონეთში. პროგრამაში იყო დუეტები სპექტაკლებიდან: პარიზის ალი“, კორსარი, დონ კიხოტი“, აგრეთვე საკონცერტო ნომრები ჭაბუკიანის დადგმით.

 

1938 წლის ივნისში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სცენაზე წარმოდგენილი იქნა სახეშეცვლილი მზეჭაბუკის პრემიერა. მისი ახალი სახელია მთების გული. 1939 წელს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას წითელი დროშის ორდენი გადასცეს და დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. მისმა დადგმებმა განსაკუთრებული შესაძლებლობები გაუხსნა მამაკაცის პარტიებს.

 

1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად. 1942 წლის 8 მარტს ჭაბუკიანმა შარლ გუნოს ფაუსტის ვალპურგის ღამე დადგა, ხოლო 1945 წელს გედის ტბა. 1947 წლის 12 თებერვალს დადგა გრ. კილაძის ბალეტი სინათლე (4 მოქმედებიანი), რომელსაც საფუძვლად დაედო . გედევანიშვილის ამავე სახელწოდების პიესა. 1950 წელს დაიწყო გასტროლები, კერძოდ კი სოჭში, სადაც პირველად იქნა ნაჩვენები ჭაბუკიანის მიერ დადგმული სპექტაკლი გორდა.

 

1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვმებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში ოტელოს პრემიერა შედგა. ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი. 1961 წელს ჭაბუკიანმა განახორციელა მორის რაველის ბალეტი ბოლერო”. 1967 წელს ჭაბუკიანის ახალი ბალეტი . ღლონტის განთიადი შეიქმნა. 1980 წელს ბეთჰოვენის მუსიკაზე ჭაბუკიანმა შექმნა ერთაქტიანი ბალეტი აპასიონატა. 1951 1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. 1982 წლიდან არის სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი. აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში.

 

. ჭაბუკიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ახალგაზრდობის გარეშე. ბრწყინვალე პედაგოგი, ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, მთელი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი, იგი ზრდის არა მხოლოდ ქორეოგრაფიული სტუდიის ფარგლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავისი სპექტაკლების დადგმის დროსაც. მისი მოსწავლე-სტუდენტები არიან: ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი.

 

ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 . 6 აპრილს, . თბილისში. იგი დაკრძალულია მთაწმინდისა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016