reportiori.ge - 10 მიზეზი, თუ რით სჯობს ყავა შეყვარებულს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:05
სხვადასხვა
10 მიზეზი, თუ რით სჯობს ყავა შეყვარებულს
ავტორი:
12 მარტი, 2014. 13:46



ყავა ნამდვილად უნიკალური სასმელია. მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს მისი საიდუმლო და ვერ დაადგინეს მისი თვისებები. ყავის არომატით ტკბებოდა კაცობრიობა უხსოვარი დროიდან. მრავალი ლეგენდის თანახმად, ყავა პირველად მუჰამედმა დააგემოვნა, მისი მეშვეობით იგი მძიმე დაავადებისგან განიკურნა.

 

ყავა მეტად კაპრიზული სასმელია, თითოეულ ადამიანს უყალიბდება განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ. ის ყველას ჩუქნის თავის განუმეორებელ გემოს და არომატს, გვანებივრებს ჯიშების და მომზადების მეთოდების მრავალფეროვნებით. მისი ზემოქმედება ორგანიზმზე ინდივიდუალურია და ყოველთვის სასარგებლო არ არის. მკვლევარები უსასრულოდ კამათობენ ყავის სარგებლობა-ზიანის შესახებ, თუმცა ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე ჯერ არ მისულან. რატომ ვეჩვევით ყავას? ყველაზე გავრცელებული მოტივია - ყავის თვისება სწრაფად მოიყვანოს ადამიანი ტონუსში ძილის შემდეგ, აავსოს ენერგიით, გააძლიეროს აზრობრივი და ფიზიკური რეაქციები. ეს ეფექტი განპირობებულია ყავის ზემოქმედებით თავის ტვინის გარკვეულ უბნებზე. კოფეინის მოქმედებით ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს ადრენალის გამომუშავებას.

 

Pink.ge გვთავაზობს სახალისო მიზეზებს, თუ  რატომ სჯობს ფინჯანი ყავა საპირისპირო სქესთან ურთიერთობას:

 

1. კარგი ყავა სიყვარულზე გემრიელია

შეგიძლია აღწერო როგორი გემო აქვს სიყვარულს? სამაგიეროდ, ერთი ფინჯანი გემრიელი ყავის შესახებ ყველას შეგიძლია უამბო და მეგობრებიც წაიყვანო მის გასასინჯად.

 

2. ყავა გათბობის საუკეთესო საშუალებაა

თბილი ფინჯნით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გაითბო ხელები ისე, რომ ამას არავინ გააპროტესტებს და არავინ გეტყვის აუ, რა ცივი ხელები გაქვს. გაწიე“.

 

3. ყავა ენერგიით გავსებს

სხვა არავინ და არაფერი შეიცავს ამ დოზით კოფეინს.

 

4. ყავის სურნელი

დაივიწყე დეოდორანტის, ოდეკოლონის ან პარფიუმერული წყლის სურნელი. ზოგიერთი მათგანი იმდენად არასასიამოვნოა, რომ ადამიანზე გიცვლის შთაბეჭდილებას. ყავის სურნელი კი ყოველთვის არომატულია.

 

5. ყავა არასოდეს გაგიფუჭებს დილას

პირიქით, დილით ერთი ფინჯანი ყავა სასიამოვნო დღის გარანტიაა.

 

6. ყავა ყოველთვის შენთანაა

სადაც უნდა იყო, ნებისმიერ დროს შეგიძლია მისი მომზადება ან კაფეში დალევა.

 

7. ყავა გხდის ბედნიერს

სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყავას ხშირად მიირთმევენ, ნაკლებად აწუხებთ დეპრესია.

 

8. ყავა მუდამ საინტერესოა

მოგბეზრდა თურქული ყავა? ახლა მოკა სცადე, კაპუჩინო ან ირლანდიური ყავა. არსებობს ყავის მომზადების უამრავი რეცეპტი, რაც შესაბამისად სურნელსაც ცვლის. შეგიძლია, საკუთარი რეცეპტი შეიმუშავო და სრულიად ახალი ყავა აღმოაჩინო.

 

9. ყავას გამოჰყავხარ სტრესული მდგომარეობიდან

სეულის უნივერსტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი მძინარე და ენერგია მოკლებულ თაგვებზე. ყავის სურნელზე ისინი ერთბაშად ფხიზლდებოდნენ და ენერგიულები ხდებოდნენ.

 

10. ყავა საუკეთესო კომპანიონია

ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში ფინჯან ყავასთან ერთად შეგიძლია აკეთო, რაც გინდა ან სულაც დატკბე მარტოობით და იყო სასიამოვნო განწყობაზე.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016