reportiori.ge - მაია ღურწკაია: თენგიზ ჯგუშიას განსაკუთრებული აგრესია აქვს კოალიციის წარმომადგენლების მიმართ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:30
სამართალი
მაია ღურწკაია: თენგიზ ჯგუშიას განსაკუთრებული აგრესია აქვს კოალიციის წარმომადგენლების მიმართ
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 14:41

გუშინ გვიან ღამით, ზუგდიდში ყოფილ დეპუტატ თენგიზ ჯგუშიასა და  ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მერაბ ქვარიას შორის მომხდარ ინციდენტზე „რეპორტიორი" ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურის უფროსს მაია ღურწკაიას ესაუბრა. მისი განცხადებით კონფლიქტი თენგიზ ჯგუშიამ წამოიწყო.

„ყოფილი დეპუტატი და პარლამენტარი თეგნიზ ჯგუშია, მას შემდეგ, რაც გამგეობაში დაინიშნენ კოალიციის ახალი სახეები, გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით ამ ადამინების მიმართ. უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. გადასულია პირად შეურაცხყოფაზე და ლანძღვაზე.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, თენგიზ ჯგუშია სუფრასთან იჯდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით მერაბ ქვარიას მიმართ. შემდეგ წამოდგა და სრულიად უმიზეზოდ სილაა გააწნა ბატონ მერაბს.

ბატონი მერაბი არის აბოლსუტურად გაწონასწორებული არაკომფლიქტური და მშვიდი ადამიანი. შემდეგ ამ ყველაფერს მოყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც თენგიზ ჯგუშამ  პირდაპირი დამიზნებით ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მერაბ ქვარიას. საბედნიეროდ არავინ დაზიანებულა. თენგიზ ჯგუშია დაკვებულაი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო მასრები. ვიმედოვნებთ, ამის შემდეგ შეწყდება თენგიზ ჯგუშიას პროვოკაციული მოქმედებები."-განცხადა მაია რურწკაიმ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016